ლეონ ჭელიძე კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპის გამარჯვებულია
10 წლის ქართველმა მრბოლელმა ლეონ ჭელიძემ კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენმა რბოლა მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილი იტალიელ სპორტსმენს ერგო, მესამე კი ესტონელმა მრბოლელმა დაიკავა.
იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა მრბოლელმა ამ გამარჯვებით 50 ქულა მოიპოვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობასა და სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებას საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან, რათა ქართველმა მრბოლელებმა შეძლონ მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.
ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე
ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით - ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში...










