ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით – ანი ქავთარაძე დაავადებთა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცლებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითქც ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი დიდი ალბათობით ნორავირუსი გახდა. ანი ქავთარაძე პოსტში აღნიშნავს რომ ვირუსის გავრლების გზებზე დაავადებათა კონტროლს არაფერი უთქვამს.
,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვები “დიდი ალბათობით” ნორავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი.
ასევე, პოსტში აღწერს სიმპტომებს, კლინიკურ მიმდინარეობას და აღნიშნავს, რომ ჰიდრატაციისა და ელექტროლიტული ბალანსის შენარჩუნებაა მთავარი და 1-3 დღეში ორგანიზმი თავად უმკლავდება პროცესს, მაგრამ არ აღნიშნავს, საიდან და რა გზით ხვდება ნორავირუსი ადამიანის ორგანიზმში.
ამიტომ აქ დავწერ-
ნორავირუსი ძალიან ადვილად გადადის, ძირითადად ფეკალურ-ორალური გზით.
მაშინ როცა ინფიცირებული ადამიანის თუნდაც ძალიან მცირე რაოდენობის განავლის ან ღებინების ნაწილაკები პირამდე მიდის.
გადაცემის ძირითადი გზებია:
დაბინძურებულ ხელებთან ან ზედაპირებთან შეხება, შემდეგ პირის შეხება;
დაბინძურებული საკვები ან წყალი;
ღებინების დროს წარმოქმნილი წვეთები/ნაწილაკები, რომლებიც შეიძლება ახლომდებარე ზედაპირებზე ან საკვებზე მოხვდეს;
ახლო კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან.
ახლა მაქვს კითხვა:
▪️როგორ მოხვდა ნორავირუსი ერთდროულად 22 ბაღში?
▪️როგორ გამოუვლინდა 100-ზე მეტ ბავშვს ერთდროულად, ერთ დღეს სიმპტომები, მაშინ, როდესაც მათ არ ჰქონიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია(ვგულისხმობ სხვადასხვა ბაღს და დროში თანხვედრას)
თუკი პროდუქტი არ იყო დაბინძურებული იმ მასებით, რაც ზემოთ დავწერე?!
სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency იმედია, ვიხილავთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ს ლაბორატორიის შედეგებს და გაგვცემთ პასუხს, რომელი პროდუქტი( ან წყალი) იყო ფეკალიით ან/და სხვა სეკრეტით დაბინძურებული!” წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.










