“მიმართვა ქალაქის მერს!
ბატონ გენადი ბალანჩივაძეს- გენადი ბალანჩივაძე / Genadi Balanchivadze
მინდა, საჯაროდ მოგმართოთ საკითხზე, რომელიც ჩვენი შვილების მომავალსა და განათლების უფლებას ეხება.
სასწავლო წლის დაწყებიდან სულ რაღაც 3 დღე გავიდა და სკოლა იკეტება! ბავშვები, რომლებიც სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად მივიდნენ, ქუჩაში რჩებიან. მაინტერესებს, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებაზე და რატომ არ იქნა ეს საკითხი წინასწარ დაგეგმილი?
განათლება არ არის თამაში! ჩვენი შვილები არ არიან ექსპერიმენტის საგნები, რომ სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ.
❓ სად უნდა ისწავლონ ბავშვებმა?
❓ ვინ ზრუნავს მათ უსაფრთხოებაზე?
❓ რატომ უნდა დაზარალდნენ მოსწავლეები ?
❓ რატომ არ მოხდა მშობლების წინასწარ ინფორმირება და ალტერნატიული პირობების მომზადება?
ქალაქის მერს მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ საკითხით და მშობლებსა და ბავშვებს კონკრეტული პასუხები გასცეს!
ჩვენ ვითხოვთ არა დაპირებებს, არამედ რეალურ გადაწყვეტილებებს.
ჩვენ ვითხოვთ არა დუმილს, არამედ პასუხისმგებლობას.
ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ღირსეული სასწავლო გარემო!
ბავშვების განათლება და უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა!
მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დროულად იმოქმედონ და არ დატოვონ ბავშვები ქუჩაში! მოვითხოვ გამოგვიყონ ფართი შებამისი, სიფ. თერნალში აშენებული კოლეჯი, რომელიც უფუნქციოა წლებია იმედია იქნება ის ადგილი სადაც ჩვენი შვილები გააგრძელწბენ სწავლას, თუ კერძოა ნება იბოძოს მუნიციპალიტეტმა და გადაუხადოს ქირა და ბავშვებს შეუქმნან გარემო ნორმალურუ, მე მშობელი კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ , რომ ჩემა მეორე კლასელმა შვილმა მეორე სმენაში გააგრძელოს სწავლა, რადგან დაწყებითის ბავშვები არ არიან მზად არც მეორე სმენისთვის და არც ონლაინ გაკვეთილებისთვის… ნუ ცდილობთ რომ ეს საკითხი ვინმემ გაამართლოთ. მითუმეტეს გასაბრაზებელია, როცა 2 წელია მიდის საუბარი, რომ სკოლა უნდა გავიდრს რემონტში სადაა ამ დროს სკოლის დირექტორი, დამიწერეს უამრავი კომენტარი არაფერი იცოდა და მოულოდნელი იყოო მისთვისო, ეხლა თქვენ მოგმართავთ ბატონო გიორგი ბენიძე – ორი წელი რომ იცოდით და არ მოძებნეთ ალტერნატივა, ნუთუ არ უნდა გვქონდეს პორტესტი?? პროტესტი როდის არ გვექნებოდათ იცით?? როცა დაგირეკეს და გითხრე ხვალიდან სკოლა არ იქნება და იკეტებაო, თქვენ ამისთვის მზად უნდა ყოფილიყავით და ჩემს და თქვენს შვილებს სწავლა 1 დღით კიარა, 1 საათითაც არუნდა შეეწყვიტათ და ალტერნატიული ფართი მოძიებული უბდა გქონოდათ..ესაა აქ პრობლემა, თორე რემონტი რომ უნდა გაკეთდეს ამაზე ორი აზრი არ არსებობს …ნუ გადაიმტერებთ ამდენ მშობელს და მოგიწოდებთ თხოვნით ვისაც გეხებათ მიიღოთ დროული რეაგირებაა, არაა ეს თემა გასაჩუმებელი. დღეს ერთი მშობელი ვწერ, ხვალ და ზეგ უფრო მეტი ვიქნებით, პატარა ქალაქში ვცოვრობთ და ყველა ვიცნობთ ერთმანეთს ამიტომ გთხოვთ გულთან ნიიტანოთ ეს საკითხი და გადაწყვეყილება მიიღოთ დროული ჩვენს საკეთილდღეოდ🙏🙏🙏წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაწყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია” – წერს სოციალირ ქსელაწი მირანდა ხობუა.










