ფონიჭალაში 1 წლამდე ასაკის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის სიმაღლიდან გამოდვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ინფორმაცია “მთავარს” შსს-მ დაუდასტურა. უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე მომხდარის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.










