
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მატჩს წყალტუბოს “სამგურალი” ქობულეთის ,,შუქურას” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება. მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.
მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა.










