LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
№ 15 დადგენილება, აბსოლუტურად გაუმართლებელია, ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი – ჯანდაცვის ექსპერი

№ 15 დადგენილება, აბსოლუტურად გაუმართლებელია, ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი – ჯანდაცვის ექსპერი

დაპოსტა 2020/05/01-ში
A A
163
ნახვა
გაზიარება

№ 15 დადგენილება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვიმყოფებით, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი დადგენილება, ხოლო წვრილი და საშუალო დაწესებულებები განიდევნენ სამედიცინო სფეროდან, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 56 სამედიცინო დაწესებულების გამოთიშვას. ჩიხლაძის შეფასებით, აღნიშნული დადგენილება სერიოზულ რისკებს აჩენს ერთი მხრივ, პაციენტებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, პროგრამიდან გამოთიშულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის უსამსახუროდ დარჩენის თვალსაზრისითაც.

„ეს დადგენილება, მითუმეტეს ახლა, როდესაც ეპიდემიის მწვავე ფაზაში ვიმყოფებით, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს დადგენილება იანვარშია მიღებული და მაშინაც ექსპერტების და სპეციალისტების დიდ ნაწილს ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩინა ამან. პანდემიაც რომ დავივიწყოთ, ეს დადგენილება სერიოზულ რისკებს ქმნის ერთი მხრივ პაციენტებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და მეორე მხრივ, იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის სამუშაოს დაკარგვის თვალსაზრისითაც. ასევე სერიოზული კითხვები მიჩნდება, რადგან ეს დადგენილება ხელს უწყობს სამედიცინო ბაზარზე საშუალო და მცირე დაწესებულებების ყოფნა-არ ყოფნას, ანუ ფაქტობრივად წვრილი და საშუალო დაწესებულებები განიდევნენ სამედიცინო სფეროდან და ხელი შეეწყო მსხვილი მოთამაშეების კიდევ უფრო გამსხვილებას. ეს არის მონოპოლისტების ხელშემწყობი დადგენილება, რომლითაც ისინი კიდევ უფრო ფართოვდებიან, მეტ ფინანსურ რესურსს მოიზიდავენ, რაც რასაკვირველია, კონკურენციას ამცირებს. იქმნება რისკი, რომ გაიზარდოს ფასები და მძიმე ტვირთად დააწვეს ისევ მომხმარებელს.

ამ პანდემიის და ეპიდემიის პირობებში ყოველი დამატებითი სამედიცინო პერსონალი შეიძლება დიდი რესურსი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, პირველადი ჯანდაცვისთვის იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, პაციენტების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდება და უნდა მოხდეს მათი ბინაზე ან ამბულატორიულ პირობებში მოვლა. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ოჯახის ექიმებს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ენიჭებათ. ამიტომ ამ პირობებში ამ რესურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ყოვლად გაუმართლებელი და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას არანაირად არ წაადგება,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ასევე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებასაც, რომლის თქმითაც ოჯახის ექიმებისა და ექთნების უმუშევრად დარჩენის რისკი არ არსებობს, ვინაიდან დღეს მათი დეფიციტია.

„მინისტრის მოადგილის ეს განცხადება რეალობას აცდენილია იმიტომ, რომ 56 დაწესებულების მედპერსონალი ვინ სად გადანაწილდება, წინასწარ ხომ არ განსაზღვრულა. გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ ისიც თქვა, რომ ეს პერსონალი ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე ადგილას მუშაობს და უმუშევარი არ დარჩებაო. პირადად ვიცნობ ბევრ ადამიანს, ვინც ერთ დაწესებულებაში მუშაობს და ნამდვილად დარჩება სამსახურის გარეშე, მაგრამ რამდენიმე ადგილასაც რომ მუშაობდეს, კარგი ცხოვრებით ხომ არ ხდება ეს, ყველგან აქვს მიზერული ანაზღაურება. ანუ მნიშვნელოვნად შემცირდება სამედიცინო პერსონალის შემოსავლის წყარო. არ არის ასე მარტივი, რომ სხვა დაწესებულებებში გადანაწილდებიან და ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება ასე იმიტომ, რომ სადაც შესაძლებელია პირობითად მათი გადანაწილება, იმ მსხვილ მოთამაშეებს უკვე დაკომპლექტებული აქვთ კადრები და შეიძლება სულ არ სჭირდებოდეს დამატებით მიღება.

გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებლებისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები შეიქმნება. მინისტრის მოადგილის მიერ ასე გაჟღერდა და ასე ჩანს, რომ მხოლოდ დიდ ქალაქებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებზეა საუბარი, რომლებიც პროგრამას გამოეთიშებიან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეპიდემიის პირობებში, როდესაც ტრანსპორტი არ მოძრაობს, ადამიანებს დიდ ქალაქებშიც უჭირთ ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება და სამედიცინო სერვისების მიღება. არ აქვს მნიშვნელობა თბილისი იქნება, ქუთაისი თუ ბათუმი, ამ დადგენილების მიხედვით, ადამიანებს უკვე შორ მანძილზე მოუწევთ წასვლა, რაც არის დამატებითი დრო, დამატებითი თანხა და ამას ემატება ტრანსპორტის შეზღუდვა,“ – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რომ № 15 დადგენილების ამოქმედება პანდემიის დასრულებამდე გადადოს.

„გარდა ამისა, თავდაპირველად საუბარი იყო, რომ კაპიტაციური მეთოდით დაფინანსების მიმღებად რჩებიან 13 000 ბენეფიციარის მომსახურე დაწესებულებები, მერე გაჟღერდა, რომ 7 000 ბენეფიციარის მომსახურე დაწესებულებებიც განაგრძობენ პროგრამაში მონაწილეობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯერ დადგენილებას „გამოაცხობენ“ და მერე მიდის დისკუსია – ვის შეეხება გამონაკლისი, ვის არ შეეხება, რამდენად ადეკვატურია… ამას თან ერთვის ის სიჯიუტე და სიხისტე, რაც ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო წლებია ახასიათებს – არაფრის გადახედვა არ უნდათ, დისკუსიის და გამჭვირვალე პროცესის მომხრე არ არიან. მერე მივდივართ ასეთ ლაფსუსებამდე, რომ 13 ათასი არა და 7 ათასი, ვიღაცას შეეხება და ვიღაცას – არა… ამ ყველაფრს გათვალისწინებით, თითქმის ყველა სპეციალისტი, ექსპერტი თუ სამედიცინო წარმომადგენელი, სამინისტროს მოვუწოდებთ, რომ ამის ამოქმედება ეპიდემიის ჩავლამდე მაინც გადაიდოს და შემდეგ უკვე დისკუსიის საფუძველზე შეიძლება ამის როგორღაც მოგვარება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 სამედიცინო დაწესებულება გამოეთიშება. მისივე ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც 7000-ზე მეტ ბენეფიციარს ემსახურებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობას განაგრძობენ.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

გორში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტირძნისში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. “ბავშვი 9 წლისაა, გზაზე გადადიოდა, სახლისკენ მიდიოდა. ჯერ გორმედის კლინიკაში...

დაწვრილებითDetails

სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო რუსთავი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი მეგობრობის გამზირზე, მეგობართან ერთად ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების...

დაწვრილებითDetails

16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ცივი და სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და...

დაწვრილებითDetails

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – მაია კოხტაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის. “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი. “მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო...

დაწვრილებითDetails

“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
“ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს…მთელი პოლიცია აქაა” – რას წერს გიორგი ახობაძე
მთავარი

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება - აქტივისტის...

დაწვრილებითDetails

მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული მეგობრების ვინაობა
მთავარი

13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"