ჰაკერული ჯგუფი “ანონიმუსი” საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრა.
„…თუ თქვენ (საქართველოს მთავრობა) განაგრძობთ ამ ავტორიტარულ პროგრამას, გამოიწვევთ ქარიშხალს, რომელსაც ვერ გააკონტროლებთ. ჩვენ დავანგრევთ იმ სისტემებს, რომლებსაც თქვენ ეყრდნობით თქვენი ხალხის დასაჩაგრად… დემოკრატია საქართველოში ძაფზეა ჩამოკიდებული და სწორედ თქვენ გიჭირავთ ხელში დანა.“ – წერს ჰაკერული ჯგუფი “ანონიმუსი” X-ის ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს “ანონიმუსმა” გატეხა საქართველოს მმართველი პარტიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-საიტები, შემდეგ კი – 5 მაისს, ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი, უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მხარდაჭერის ნიშნად. თავად კანონი, რომელსაც „რუსული“ ჰქვია და რომელიც ქვეყანაში მასობრივი პროტესტის მიზეზი გახდა, ოფიციალურად, 3 ივნისს ამოქმედდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ დაწესებული ვეტოს დაძლევის შემდეგ.
კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა და აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გადახედვის შესახებ განაცხადეს.










