Daily Mail-ის სკანდალური გამოძიება – ამტკიცებს რომ საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს.
ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, კოვიდ-19-ზე სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს. ჰაკერები ახლა ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ოპოზიცია კი ვარაუდობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს ჰიბრიდულ ომში ეხმარება.