LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჰაერზე ყოფნას სეზონი არ აქვს – ჯანსაღი გარემო, რომელიც ყველას სჭირდება

ჰაერზე ყოფნას სეზონი არ აქვს – ჯანსაღი გარემო, რომელიც ყველას სჭირდება

დაპოსტა 2025/04/10-ში
A A
81
ნახვა
გაზიარება

კლიმატური ცვლილებების ფონზე კურორტებზე დასვენება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ადამიანები ცდილობენ გაერიდონ ხმაურს, დაბინძურებულ გარემოს.  ბუნება კი, რომელიც საქართველოში მრავალფეროვანია,  ორგანიზმს აძლევს საშუალებას ახალი ენერგიებითა და სუფთა ჟანგბადით აივსოს.

საქართველოში მისი მცირე ტერიტორიის მიუხედავად თითქმის ყოველგვარი ტიპის კლიმატი გვხვდება, რომელთა ბაზაზეც სხვადასხვა პროფილის 80-ზე მეტი კლიმატური კურორტია გაშენებული.

საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმაღლის საკურორტო ზონები გამოიყოფა:

  • დაბლობის საკურორტო ზონა (0-500 მ ზღვის დონიდან);
  • დაბალმთიანი საკურორტო ზონა (500-1000 მ ზღვის დონიდან);
  • საშუალო მთის საკურორტო ზონა (1000-2000 მ ზღვის დონიდან);
  • მაღალმთიანი საკურორტო ზონა (2000 მ-ზე მაღლა).

ერთ-ერთი პოპულარული კურორტია ცემი, რომელიც საშუალო მთის კურორტებს მიეკუთვენა. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ბაკურიანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1 120 მეტრზე.  ცემისთვის დამახასიათებელია ზომიერად რბილი, საკმაოდ თოვლიანი ზამთარი და ზომიერად თბილი, მშრალი ზაფხული. სოფელს გარშემო უმეტესად წიწვოვანი ტყეები ეკვრის. კურორტი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, სამკურნალო თვისებების მქონე ჰავა და საოცარი ხედები შესანიშნავ გარემოს ქმნის დასვენებისთვის.

ცემის, როგორც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ადგილზე კურორტ „განთიადის“ დირექტორი დიანა ჩომახაშვილი საუბრს.

“განთიადი” 70-იანი წლებიდან დაფუძნდა. როგორც სანატორიუმი იმ დროს, წარმოადგენდა ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეს, სადაც რისკჯგუფის ბავშვები მკურნალობას გადიოდნენ. ეს მკურნალობა იყო ხანგრძლივი ხასიათის, რამდენიმე თვე, ზოგჯერ წელიწადს ატარებდნენ-ხოლმე. ისინი ჩამოდიოდნენ მთელი ყოფილი  საბჭოთა კავშირიდან და განაგრძობდნენ ცხოვრებას ცემში. ესენი იყვნენ ბავშვები, რომელთა ოჯახებში იყო დაფიქსირებული ტუბერკულიოზი ან ბავშვები რომლებსაც ახასიათებდათ ხშირი ავადობა.”

დიანა ჩომახაშვილი ასევე ამბობს, თუ რა გავლენას ახდენს კლიმატური ცვლილებები თავად ბუნებაზე და ამ ცვლილებების ფონზე, როგორ იზრდება ადამიანების მხრიდან სუფთა გარემოზე მოთხოვნა.

 

გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების პირობებში, 2015 წელს პარიზის შეთანხმების მიხედვით, რომელშიც 196 საერთაშორისო აქტორი იყო ჩართული,  საჭიროა პლანეტაზე არსებული საშუალო ტემპერატურის ზრდის შეკავება 2 °C-ის ფარგლებში, იდეალურ შემთხვევაში კი, 1.5 °C-ის ფარგლებში, თუმცა ბოლო მონაცემემებით ეს უკანასკნელი ზღვარი უკვე დაძლეულია. კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით 2024 წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი წელი იყო.

პარიზის შეთანხმების მიხედვით აუცილებელია ატმოსფეროში სითბური აირების გამოყოფის შემცირება, რაც გარემოს დიდ ზიანს აყენებს და შეუქცევად პროცესებამდე მივყავართ. საფრთხე ექმნება, როგორც ადამიანს ისე მთელს დედამიწას.

პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა კი ისევ ადამიანს უკავშირდება და უნიკალურ ბუნების მოფრთხილებაშია. მან უნდა შექმნას ეკომეგობრული გარემო და გამოიყენოს მწვანე, განახლებადი ენერგიები, რათა მომავალ თაობებს დედამიწაზე მშვიდად ცხოვრება შეეძლოთ.

კურორტ “განთიადის” დირექტორი დიანა ჩომახაშვილი საუბრობს, თუ რა ღონისძიებებს ატარებენ რომ, მათი გარემო სრულად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სახელმწიფო ჩართული იყოს როგორც საგანმანათლებლო, ისე ფინანსური კუთხით.

 

მთის კურორტებზე სტუმრობის დროს ადამიანის ორგანიზმში უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა. მთის კლიმატი მატრენირებელ ფაქტორად მიიჩნევა, რადგან ორგანიზმში მკვეთრ ცვლილებებს იწვევს.

შუა მთის კლიმატურ კურორტებზე მკურნალობა ნაჩვენებია:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, კერძოდ, ესენციური ჰიპერტენზიის I სტადიის, გულის იშემიური დაავადების, დაძაბვის სტაბილური სტენოკარდიის, სხვადასხვა ეტიოლოგიის მიოკარდიოდისტროფიის დროს (გულის უკმარისობის I ფუნქციური კლასით);
  • სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დროს (ობსტრუქციული და არაობსტრუქციული ქრონიკული ბრონქიტები რემისიის ფაზაში სუნთქვის I ხარისხის უკმარისობით; მსუბუქად მიმდინარე ბრონქული ასთმა რემისიის ფაზაში);
  • რკინადეფიციტური ანემიის დროს.

კლიმატური ცვლილებების ფონზე,  რომელიც სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი გახდა, ადამიანი გამოსავალს ისევ ბუნებაში პოულობს. დაბინძურებული გარემოდან გასვლა, სუფთა ჟანგბადის მიღება მასზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

კლიმატური თერაპიისა და ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე  მედიცინის დოქტორი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი მანანა ტაბიძე საუბრობს.

Tata Akhvlediani · მანანა ტაბიძე – მედიცინის დოქტორი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი
და ბოლოს, არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ გარემოზე ზრუნვა იცავს კაცობრიობას, აძლიერებს ტურიზმს და ხელს უწყობს ეკონომიკურ სტაბილურობას. გარემოზე ზრუნვით ვხდებით უკეთესები, უკეთესი მომავლისთვის.
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

როგორია ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც კორპუსიდან ნასროლი სკამი დაეცა

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

პირველ სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მეათე სართულიდან ნასროლი სკამის დაცემის შედეგად დაშავებული მოზარდის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვატო ნარსავიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მძიმე...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი  აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა გეგმების დასალაგებლად და დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ტყუპები  კომუნიკაციისთვის წარმატებული...

დაწვრილებითDetails

29 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 29, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მე-5 ბაგა-ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მანანა ტურფა ნებულიშვილი. "#5 ფილიალის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ძვირფასი კოლეგისა და მეგობრი მანანა ტურფა ნებულიშვილის  გარდაცვალების გამო ​შეუძლებელია სიტყვებით იმ დიდი...

დაწვრილებითDetails

“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
“ტიკ-ტოკერი” ზურაბ კენჭიაშვილი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა "ტიკ-ტოკერი" ზურაბ კენჭიაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სასამართლომ 20 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. სამართალდამცველებმა, მოქალაქე ზურაბ კენჭიაშვილი, სოციალური ქსელ „ტიკ-ტოკის“ მეშვეობით მოქალაქეებისთვის, მათ შორის არასრულწლოვანისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე...

დაწვრილებითDetails

20 წლის ბიჭი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

კახეთში 20 წლის ახალგაზრდას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდანავრცელებს. როგორც ადგილობრივებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი სოციალური...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა
მთავარი

სამტრედიაში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, საჯავახოს მონაკვეთზე. ინფომრაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით,ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა . შედეგად დაშავდა ერთი ტრაილერის მძღოლი. შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 50 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – ნიგერიის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, ირანის,...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანი შვილიშვილის იძულებით ქორწინების ბრალდებით ბებია დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება? – რას ამბობს რელიგია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით,...

დაწვრილებითDetails

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს

by მეგა TV
სექტემბერი 28, 2026
0
გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს
მთავარი

გაგრაში 26 წლის რუსი ტურისტი ქალი მოკლეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე 25 წლის კაცი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ამინა ბიკბოვა გაგრაში დასასვენებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"