პსოფლიო პრესა იუწყება , რომ ჩადის რესპუბლიკაში, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში მდებარეობს, ტერორისტულ თავდასხმას 92 ადამიანი ემსხვერპლა.
რადიკალური ისლამის მიმდევართა დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მიერ თავდასხმა, ჩადის ტბის რეგიონში დებარე კუნძულზე მოხდა. ჯიჰადისტებმა შტურმი შკუნძულ ბომაზე მდებარე სამხედრო ბაზაზე მიიტანეს . შეტაკებები შვიდი საათი გაგრძელდა. თავდამსხმელებმა ბაზიდან შეიარაღების გატაცება შეძლეს.
ეს თავდასხმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
„ბოკო ჰარამი“ ნიგერიასა და ჩადის რესპუბლიკის მეზობელ სხვა მეზობელ ქვეყნებში მოქმედი დაჯგუფებაა, რომლის წევრებმაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი დადეს. „ბოკო ჰარამი“ ნიგერიაში მთავრობის გადაყენებისთვის და ქვეყანაში შარიათის წესის გამოცხადებისთვის იბრძვის.