ცარიელი კაფე-ბარები და სასტუმროები. კორონა ვირუსით გამოწვეული კრიზისი ქუთაისში მდებარე ბიზნეს ობიექტების ბიუჯეტზე უკვე აისახა.
„გაგვიუქმდა ჯავშნები და ოთახები ცარიელია“ – აცხადებენ ჰოსტელებისა და საოჯახო სასტუმროების მფლობელები. შემცირებულია კაფე-ბარების მომხამარებელთა რაოდენობაც.
განსაკუთრებით პრობლემები შეექმნათ იმ დაწესებულებებს, რომლებიც ტურისტების საყვარელი ადგილია. კერძო სექტორი მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინშია.