ებრაელმა პოლიციელებმა და სამხედროებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჯენინის რაიონში „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური ვისამ ჰაზემი მოკლეს. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჯენინის რაიონის ქალაქ ზაბაბდეში მოძრავი ავტომობილი შენიშნეს, რომლითაც რამდენიმე მებრძოლი გადაადგილდებოდა. მათ შორის ჰაზემიც იყო.
ისრაელის საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ჰაზემი მანქანაში ჩაცხრილეს, ხოლო მისი ორი თანმხლები პირი კი შემდეგ დრონით იერიშის დროს მოკლეს.
ინციდენტის დროს არცერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა.










