საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და ცნობილი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს: ,, ხშირად ისმის სამარცხვინო კითხვა: ვინ დაიწყო ომი?
1. საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.
2. საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული (!) ქართული ტერიტორიები.
3. საკუთარ ტერიტორიაზე ძალადობრივად შემოსული მტრის წინააღმდეგ, საკუთარ ტერიტორიაზე ტყვიის სროლა (აგრესიისგან თავის დაცვა) ვერანაირად ვერ ჩაითვლება ომის დაწყებად.
პოლიტიკური შეხედულებების/მიზნების გამო ნუ დავადანაშაულებთ საკუთარ ქვეყანას.
ნურაფრის ფასად ნუ შეურაცხვყოფთ საკუთარ გმირ ჯარისკაცებს, რომლებსაც სამშობლოს დაცვის გარდა სხვა მიზანი არ გააჩნდათ!
მიკვირს, საერთოდ როგორ ვარსებობთ, როცა ლამის ყველა მხრიდან მტრებით ვართ შემოსაზღვრული და ჩვენ კიდევ ერთმანეთს ვჭამთ.
ბოლოს და ბოლოს როგორმე ვისწავლოთ გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანება!”-წერს ტარიელ კაკაბაძე.