ხონში გვიან ღამით შუახნის ქალი დაჭრეს.
როგორც ,,მეგა ტვ”-ს ადგილობრივმა განუცხადა ქალი, რომელიც ემიგრაციიდან ახალი დაბრუნებულია სიძემ დაჭრა. ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მხარში აქვს მიყენებული. მას წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.
ადგილობრივის თქმით, მამაკაცმა დაახლოებით 6 თვის წინ მეუღლეზედაც იძალადა, რის გამოც ის დაკავებული იყო, თუმცა მოგვიანებით მეუღლემ საჩივარი გამოიტანა.
როგორც ცნობილია, მამაკაცი უკვე დააკავეს.










