ამირან ქუთათელაძე კარდიოლოგი, ,,ნამდვილად გულის ექიმი”, გულისხმიერი და ყურადღებიანი. მუდმივად პროფესიულ სრულყოფაზე ორიენტირებული იყო.
კარგი ოჯახი, მეუღლე, შვილები- ყველა რომ ინატრებს ისეთი. და მაინც, გარდაუვალი ბედისწერა, არავინ რომ იფიქრებდა ისეთი-დედას მიაბარა თავი.
მოულოდნელი და თავზარდამცემი იყო მისი გარდაცვალება. შეძრწუნდა ყველა, მიუხედავად იმისა იცნობდა, თუ არა ამირან ექიმს.
,,საშინლად მეტკინა გული, რატომ გაიმეტე თავი და ცოლშვილი.სულით ხორცამდე ექიმმა. ხონსაც დააკელი შენი თავი, ყველას იმედი იყავი. იმდენი მადლი გაქვს გაკეთებული ღვთისნიერ ადამიანს უფალს ვთხოვ შეგინდოს ეს ცოდვა და სასუფეველი დაუმკვიდროს შენს სულს.ვუსამძიმრებ შენს ოჯახს და მთელ ხონს.”- დაწერეს სოციალურ ქსელში.