LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხონის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს

ხონის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს

დაპოსტა 2020/10/20-ში
A A
272
ნახვა
გაზიარება

ხონის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად აირჩიეს.

OGP-ში გაწევრიანებით ხონის მუნიციპალიტეტი უერთდება გლობალურ მოძრაობას რათა ხელი შეუწყოს სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.

ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა ხონის მუნიციპალიტეტის შერჩევის ერთ-ერთი საფუძველი გახდა. მუნიციპალიტეტში ღია მმართველობის გაძლიერების მიმართულებით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, მერიის მოქალაქეთა მისაღებმა ერთი ფანჯრის პრინციპით დაიწყო ფუნქციონირება; საჯარო სერვისების დისტანციურად მიწოდების განვითარების მიზნით დაინერგა ცხელი ხაზი და განახლდა ვებგვერდი.

ხონის მერი ლადო ჯურხაძე მიესალმება ხონის მუნიციპალიტეტის OGP-ის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის წევრები როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ღია მმართველობის გაუმჯობესების კუთხით ბევრ მნიშვნელოვან ცოდნას გაუზიარებენ.

„მოხარული ვარ, რომ ხონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობის ლოკალურ პროგრამას. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი მმართველობის გამჭვირვალეობის კუთხით. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მმართველობის სფეროში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საჯარო კონსულტაციების საფუძველზე შევიმუშაოთ და განვახორციელოთ OGP-ის სამოქმედო გეგმა,“ – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

კონკურსის შესარჩევ ეტაპებზე მუნიციპალიტეტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“ და რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი.“ სწორედ მათთან თანამშრომლობით იგეგმება სამომავლოდ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავება. „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“ და რეგიონალური ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ მიესალმებიან ხონის მუნიციპალიტეტის ლოკალურ პროგრამაში გაწევრიანებას და მზადყოფნას გამოხატავენ აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე OGP-ის ფორუმის მუშაობის პროცესში.

„მივესალმები ხონის მუნიციპალიტეტის OGP-ის ლოკალური პროგრამის წევრად არჩევას. მოხარული ვარ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“ ამ ეტაპზეც აქტიურად არის ჩართული მმართველობის განხორციელების სფეროში და მუნიციპალიტეტისათვის საჭირო და სასარგებლო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მიიღებს მონაწილეობას,“ – აღნიშნა „ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი“-ს ხელმძღვანელმა, ბაჩანა ბასილაიამ.

OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ. აღნიშნული OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

ხონის მუნიციპალიტეტი კონკურსის ორივე ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოსთან და მონაწილეობა მიიღო სამდივნოს მიერ გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებში. მუნიციპალიტეტი მადლიერია კონკურსის განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გულისხმიერი მხარდაჭერის

პარტნიორობამ ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამას 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ პროგრამაში 2016 წელსვე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქალაქ თბილისის მერია. დედაქალაქი პირველ 15 თვითმმართველ ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 45 კანდიდატიდან შეირჩა.

.„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

გაზიარება109

დაკავშირებული -პოსტები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე აქტიურ მოქმედებას და სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სამსახურში შესაძლოა ახალი პასუხისმგებლობა ან საინტერესო შეთავაზება გამოჩნდეს. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ იმპულსურ ხარჯვას. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას მოაგვარებს.   კურო...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება
მთავარი

ნეპალში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, ასობით ტურისტი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.   ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარმა მასშტაბურმა წყალდიდობამ სახლები, გზები, ხიდები და ელექტროობიექტები გაანადგურა.   ნეპალის პოლიციის განცხადებით,...

დაწვრილებითDetails

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ავჭალის ხიდთან ნაპოვნი გარდაცვლილი გოგოს შესახებ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

ავჭალაში, შემოვლითი რკინიგზის გაუქმებული ხიდიდან 17 წლის მარიამ ლომიშვილის გადავარდნის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს კითხვები აქვს.   როგორც ოჯახის ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ 17...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"