LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხონელ ავთანდილ ფაილოძეს „საუკეთესო მუზეუმელის“ ტიტული მიენიჭა

ხონელ ავთანდილ ფაილოძეს „საუკეთესო მუზეუმელის“ ტიტული მიენიჭა

დაპოსტა 2023/09/13-ში
A A
207
ნახვა
გაზიარება

სტორიკოსსა ავთანდილ ფაილოძეს „საუკეთესო მუზეუმელის“ ტიტული მიენიჭა.

11 სექტემბერს მუზეუმელთა ალიანსმა მეორე ყრილობაზე საუკეთესო მუზეუმელები დააჯილდოვდნენ. მათ შორის არის ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე ავთანდილ ფაილოძე.

ასამბლეაში საქართველოს 70-ზე მეტი მუზეუმის 500-ამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მეორე ასამბლეაზე საქართველოს ყველა რეგიონია წარმოდგენილი, როგორც კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი, ისე რეგიონული და კერძო მუზეუმებიდან.
ღონისძიებაზე საზეიმოდ გამოვლინდა სამი „საუკეთესო მუზეუმელი“, რომელთაც კულტურის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაფუძნებული უწყებრივი ჯილდო გადაეცათ. ვერცხლის სამკერდე ნიშანთან ერთად საუკეთესო მუზეუმელებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც. 2023 წლის საუკეთესო მუზეუმელად დასახელდა  ავთანდილ ფაილოძე – ა(ა)იპ ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე. ის არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს ოცამდე მონოგრაფია, არის ორი ისტორიული ხასიათის რომანის ავტორი. ავთანდილ ფაილოძის მონაწილეობით, 1986 წელს ხონთან ახლოს, დრამატურგიის კლასიკოსის – პოლიკარპე კაკაბაძის – მემორიალური მუზეუმი მოეწყო. მას აგრეთვე განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ალექსანდრე წულუკიძის სახლ-მუზეუმის შექმნაში, 1997 წელს კი მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმი შეიქმნა და ის დღემდე ამ მუზეუმის გამგედ მუშაობს. 2001 წელს ავთანდილ ფაილოძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.
ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის წევრები და დელეგატები ესწრებოდნენ.

კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო – „საუკეთესო მუზეუმელი“ თეა წულუკიანმა 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დააფუძნა. ინიციატივა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს, ნიკა ახალბედაშვილს, სსიპ ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასა და გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორ ნინო ჭიპაშვილს ეკუთვნით.

გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 574 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.18%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

„ელჭექი, სეტყვა…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები სახელმწიფო კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს”- კაია კალასი

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა
მთავარი

თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით, მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. რომელი რეგიონების მიმართულებით გაძვირდა...

დაწვრილებითDetails

კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

აჭარა თაიმსის ინფორმაციით ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელიც 43 სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"