ქუთაისში არსებული ბლოკ-პოსტები უქმდება.
იმერეთის მხარის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საკონტროლო პუნქტების დემონტაჟი დაწყებულია და ხვალ დილიდან ქალაქში 18 შესასვლელ-გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება.
საკონტროლო პუნქტები ვირუსის პრევენციის მიზნით 31 მარტს განთავსდა.
საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.










