გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ხე-ტყის
უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს კახეთში,
სამეგრელოსა და აჭარაში.
ახმეტის, ჩხოროწყუს, ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები,
უმეტესად სახელმწიფო ტყეში უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან
დამზადებული დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 92 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. იმ ფაქტების
მასალები კი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი
რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.









