ხელშეკრულება არ გაუფორმეს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვექცეოდა? – ქუთაისში პაციენტები დიალიზის მიღებაზე უარს ამბობენ, ისინი ექიმის დაბრუნებას მოითხოვენ.
,,სული და გულია ჩვენი, ადამიანია, რომლისთვისაც არ არსებობს კაბინეტი. ადამიანი სხვანაირი არ დაიბადება. გავიგეთ რომ კლინიკიდან უშვებენ, ხელშეკრულება არ გაუფორმეს, რისთვის გაგვაგებინონ, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვექცეოდა? სულ ჩხუბობდა წამლებზე. ახლა კი ვიცით რომ კოვიდის დროს ყველას გაუჭირდა, მაგრამ ჩვენც რა ვქნათ სიცოცხლე ხომ გვინდა, ნაჩუქარი სიცოცხლე ლელასაგან. არ ვაპირებთ შესვლას (დიალიზზე), მითუმეტეს რომ არაფრით არ შეიძლება რომ არ გავიკეთოთ, ძლივს ვდგავარ ახლა ფეხზე. სოლიდარობას ვუცხადებთ ლელა ექიმს, აქ ჩემი მეორე ოჯახია, მაგან გადამარჩინა.”- აცხდებს ნინო დიაკონიძე.
,,კატასტროფა მოხდება ქალაქში. 140 დიალიზის პროგრამის უმძიმესი ბენეფიციარი რისკის ქვეშ იმყოფება” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სერგო ბუბა ჩივაძე წერს.
პაციენტები დილიდან არიან შეკრებილი კლინიკასთან და ექიმ ლელა უშხვანის დაბრუნებას მოითხოვენ, როგორც ცნობილია ექიმს კონტრაქტი დასრულდა, კლინიკა კი მის გაგრძელებას არ აპირებს. თ
,,თითოეული წუთი წამი მნიშვნელოვანია პაციენტების სიცოცხლისთვის.დილის 8 საათიდან 20 ზე მეტი ზარი დაფიქსირდა პაციენტების ჩემს ტელეფონზე. ჩავთვალე თავი ვალდებულად ეს სტატუსი საჯაროდ დამეწერა.
??რეგიონში ცნობილი ნეფროლოგის აღნიშნული კლინიკიდან გაშვებამ გამოიწვია ეს დიდი პრობლემა. ამას ემატება აპარატურის დეფიციტი. სხვა კლინიკებში სადაც ექიმი პარალელურად მუშაობს. რას მივიღებთ, იმას, რომ ხვალ და ზეგ 140 მეტი ცხედარი შესაძლოა მიიღოს ქუთაისმა.
საჭიროა შესაბამისი სტრუქტურების დროული ჩარევა და სახელწიფოს როლი ჯანდაცვის სფეროს კონტროლისთვის.
? საქართველოს მთავრობა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მთავრობის სტრატკომი.” – წერს სოციალურ ქსელში სერგო ბუბა ჩივაძე.









