“ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე…
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან.
მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს…
დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე.
ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დაღუპულ დედა-შვილს ნათესავი ემოციურ სტატუსს უძღვნის.
-რა მოხდა?-
32 წლის ელენე სახეიშვილი 7 და 4 წლის შვილებთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში ნათესავთან, დასასვენებლად ჩავიდა. დილით მან შვილები მდინარის პირას, იქვე ახლოს სასეირნოდ წაიყვანა, რა დროსაც 7 წლის ბავშვი მდინარეში გადახტა. წყალში მის საშველად სასწრაფოდ გადაეშვა დედაც, თუმცა, სწრაფმა დინებამ ორივე გაიტაცა.
ნაპირზე დარჩენილი 4 წლის ბავშვი ერთხანს დედას და ძმას უხმობდა, მერე კი სახლისკენ გაიქცა და მომხდარი ოჯახის წევრებს შეატყობინა.
ლაზარეს ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს, ელენეს ცხედარი კი, 6 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, არ იყო ნაპოვნი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განახლდება.
60 წელს გადაცილებული მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალადობით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, მიმდინარე წლის აგვისტოში კი გააუპატიურა – მას ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,...










