რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში, რომელიც ზღვის დონიდან 1840 მეტრზე მდებარეობს, წყვილებისთვის სივრცის მოწყობა იგეგმება. იდეის შესახებ მხარის მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე საუბრობს.
“
იდეა,რომელიც ზემო რაჭას დაამშვენებს…
ხელის მოწერის ცერემონიალი მრავალძალზე..
![]()
ეს იქნება უფასო სივრცე მრავალძალზე, საოცარი პანორამული ხედების გარემოცვაში, კავკასიონის, შოდაკედელას და კატიწვერას მწვერვალების ფონზე, ღრუბლებთან ყველაზე ახლოს, რაც შეგიქმნით განსაკუთრებულ ატმოსფეროს, მრავალძლის ტაძარში ჯვრისწერიდან სულ რამდენიმე მეტრში, მოიწყოთ თქვენი დაუვიწყარი ხელის მოწერის ცერემონიალი.” – წერს სოციალურ ქსელში გოჩა ენუქიძე.










