რიონის ხეობის მცველებმა იმერეთის სამხარეო პოლიციასთან აქცია გამართეს. ისინი სოლოდარობას უცხადებენ გუშინ სასაფლაოზე ძალის გამოყენებით დაკავებულ ირაკლი მუკბანიანს. ადგილზე იმყოფებოდნენ დაკავებულის ოჯახის წევრებიც. ”რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანის თქმით, გუშინ რაც მოხდა იყო სრული უსამართლობა და ხვალ სასამართლოსთან კვლავ მასშტაბურ აქციას აანონსებენ.
”ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რომ პოლიცია ფარად აიფაროს წინ და აკეთებინებს მათ და აღებინებს ისეთ უკანონო არასამართლიან გადაწყვეტილებებს არ არის სწორი, ასევე ისიც, რომ პოლიციის ძალის გამოყენებით ეცადოს ეს სამართლიანი პროტესტი ჩაახშოს, ეს რათქმაუნდა მათ არ გამოუვათ. ჩვენ თითოეული მათგანი ვიქნებით სამშობლოს და ხალხის უფლებების სადარაჯოზე ” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა
”რიონის ხეობის მცველის” ირაკლი მუკბანიანის დასაკავებლად სპეცორპერაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში, სპეცოპერაცია ჩატარდა. თვითმხილველების განცხადებით ირაკლი მუკბანიანი მეგობრებთან ერთად სასაფალოზე იმყოფებოდა რა დროსაც სამართალდამცველებმა ის დააკავეს. დაკავების დროს ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივების თქმით, დაჭრილია ორი ადამიანი. რამდენიმე მათგანი კი ნაცემია. ადგილობრივებს შენახული აქვთ რეზინის ტყვიები და იარაღის მასრები.










