ხანძარი ხონში -სოფელ ივანდიდში ბუჩქნარი და ჩაის ძველი პლანტაცია იწვის.
ცეცხლი ქარის გამო, სწრაფად ვრცელდება. ხანძრის ტერიტორიას ქარსაფარი ზოლი, ფერმა და მოსახლეობა ესაზღვრება.
მეხანძრე მაშველები ცეცხლის ლოკალოზებას ცდილობენ, რათა მოსაზღვრე ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.

სახანძრო სამაშველო სამსახურის გარდა, ადგილზე საპატრულო პოლიციისა და საწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.










