ხანძარი იყო გვიან ღამით ქუთაისში, ჭავჭავაძის ბაზრის მიმდებარედ – “ინფო იმერეთის” ინფრომაციით, დამწვარია 15-მდე ობიექტი, სრულად არის განადგურებული პროდუქცია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად ერთ-ერთ ობიექტში გაჩნდა და შემდეგ სწრაფად მოხდა სხვა ობიექტებზე ცეცხლის გავრცელება.
ადგილზე გვიან ღამით რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.










