ხანძარი ბორჯომში, გურამიშვილის ქუჩაზე მეხრიშვილების 5 სულიან ოჯახში დაახლოებით 21 საათზე გაჩნდა . ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო სამსახური პოლიცია და სასწრაფო, ხანძარის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და მიმდინარეობს მისი ლიკვიდაცია. დამწვარია ორსართულიანი სახლის პირველი სართული და მეორე სართულის ნაწილი, საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
იტალიაში მანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქ რომში, ჯოვანი ბატისტა დე ლა სალის მოედანზე მოხდა. 57 წლის ქართველი პოლიციამ შენიშნა, რა დროსაც ის სამართალდამცველებსა...









