დაბა ბაკურიანში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ღამით ხანძარი გაჩნდა. ,,მთავარის” ცნობით 3-სართულიანი სასტუმრო დაკეტილი იყო და შენობაში დამსვენებლები არ იმყოფებოდნენ.
როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.










