ჭიათურაში, ქალაქის ისტორიულ ადგილას, სადაც 1892 წელს საქართველოში პირველი ჩოგბურთის კორტი მდებარეობდა – ღია მუზეუმი გაიხსნა.
საჩოგბურთო მოედანს სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან, წლების წინ, სწორედ ამ ტერიტორიაზე აშენდა საქართველოში პირველი კორტი ჭიათურაში. პროექტის ფარგლებში გაიწმინდა მიმდებარე ტერიტორია, რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ისტორიულ კედელს, კიბის საფეხურებს, კერძო საკუთრებაში არსებულ შენობას, მოეწყო რეკრეაციული ზონა მწვანე ნარგავებით, ასევე, მოსასვენებელი სივრცე, საიდანაც კარგად ჩანს ქალაქ ჭიათურის ხედები.
მუზეუმ-კორტის ტერიტორიაზე, ამავე სივრცეში, წარმოდგენილია სიმბოლური მხატვრობა, სხვადასხვა სახის საინფორმაციო კედელი, რომელზეც დატანილია კორტის ისტორია, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჭიათურაში მოღვაწე ჩოგბურთელის – იან ჰომერის შესახებ.
ქართული ჩოგბურთის ისტორიაში იან ჰომერს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ცამეტი წლის ასაკში იან ჰომერი უკვე ჭიათურის ჩემპიონი იყო, ოცი წლის ასაკიდან კი თბილისისა და საქართველოს უცვლელი ჩემპიონი ათი წლის განმავლობაში, 1927 წლამდე. პირველობა მოგვიანებით მისმა მოსწავლეებმა გადაიბარეს, გამოჩენილმა ჩოგბურთელებმა ედუარდ ნეგრებეცკიმ და არჩილ მდივანმა.
საქართველოში ჩოგბურთის განვითარება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ინგლისური ფირმა “Forward and Salinas”-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ ჭიათურის მოსახლეობას ახალი თამაში გააცნო. მაშინ ინგლისელებმა ჭიათურაში ჩოგბურთის პირველი კორტი ააშენეს. იან ჰომერი, სწორედ ჭიათურაში გაეცნო ჩოგბურთს. ქართული საჩოგბურთო სკოლის განვითარება კი იან ჰომერის ინიციატივით დაიწყო. პირველად იყო ჭიათურა, შემდეგ თბილისი, ბათუმი და მოგვიანებით სხვა ქალაქები.
პიანისტ გიორგი გიგაშვილს Terrence Judd-Hallé-ს ჯილდო გადაეცა. BBC Radio ჯილდოს ყოველწლიურად ახალი თაობის 3 პიანისტს გადასცემს. გამარჯვებული ჯილდოდ ფულად პრემიასაც მიიღებს და სიმფონიურ ორკესტრ Hallé-სთან ერთად კონცერტებზეც დაუკრავს. გიორგი გიგაშვილი...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ ევროკავშირის ელჩისა და ბრიუსელის მიერ განსაზღვრული დათქმების წინააღმდეგ ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას არ დაუშვებენ. ევროკავშირის ელჩის გუშინდელი განცხადების პასუხად,...
პრეტენდენტების არარსებობის გამო, საქართველოში ტურებისა და მგლების დათვლის ტენდერი ჩავარდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 355 000 ლარი იყო. როგორც დოკუმენტში ეწერა, სამუშაოების ფარგლებში უნდა მომხდარიყო ტურებისა...
,, _აუუუუუუუუუ დედაჩემი მირეკავს ამ წუთას . ფოთშია ახლა და სახლში ზის, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება ფეხბურთზე. მიყვება: ვიჯექი მშვიდად,არხეინად . ვსვამდი ჩაის , ვუყურებდი ფილმს და ჩამთვლიმა. ამ...
გზების დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას ჯამში 25 ლოკაციაზე გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიაწოდეს. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მშენებლობაა, რომელიც...
როგორც ქორწინების, ისე განქორწინების მაჩვენებელი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2050 წლისთვის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობა 77%-ით გაიზრდება, რაც დაახლოებით 18,5 მილიონი ადამიანის სიკვდილს გამოიწვევს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს რიცხვი დაავადების შემთხვევების თითქმის ორმაგ ზრდას ნიშნავს, მაშინ, როცა...
ქუთაისის ცენტრში, “საქართველოს ბანკის” ფილიალთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა ბანკებს სესხებზე პროცენტის დაკლებას მოითხოვს. მოძრაობა “ხმა ერისას” წარმომადგენლების თქმით, მაღალი პროცენტის გამო მოსახლეობა სესხებს ვერ იხდის და იძულებული არიან ქვეყანიდან წავიდნენ.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ უწყება თავად ავრცელებს. მათი ცნობით, ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან...
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ცნობით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი), ხოლო...