ხარკოვში (უკრაინა) მცხოვრებმა წყვილმა ურთიერთობის გადარჩენა უცნაური მეთოდით გადაწყვიტა. კერძოდ, 33 წლის ალექსანდრ კუდლეიმ და 28 წლის ვიქტორია პუსტოვიტოვამ გადაწყვიტეს ხელბორკილები გამოეყენებინათ, რათა ყველა წუთს ერთმანეთის გვერდით ყოფილიყვნენ.
ინფორმაციას ამის შესახებ Mirror-ი ავრცელებს.
ექსპერიმენტი წყვილმა ვალენტინობის დღეს დაიწყო. ეს იდეა პირველ თავში ალექსანდრეს მოუვიდა. მართალია ვიქტორიას თავიდან ეს სიგიჟედ მოეჩვენა, თუმცა შემდეგ დათანხმდა.
„ერთმანეთს კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც ვშორდებოდით. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ვიკამ მითხრა რომ კვლავ უნდა დავშორებოდით ერთმანეთს. მე კი ვუპასუხე: ჩემს თავს სამუდამოდ შენ მოგამაგრებ და შენთან ვიქნები“,- ამბობს ალექსანდრე.

ექსპერიმენტის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. წყვილი ყველაფერს ერთად აკეთებს. საყიდლებზე სიარულით დაწყებული სიგარეტის მოწევით დამთავრებული.ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ წყვილი ერთად იცვამს, კბილებს ერთად იხეხავს და ა.შ.
„ვიფიქრე, რომ ეს საინტერესო ექსპერიმენტი იქნებოდა ჩემთვის და ჩემს ცხოვრებას ახალ ემოციებს მოუტანდა. ისეთს, რომელიც ადრე არასდროს გამომიცდია. იმდენად მიყვარს, რომ დავთანხმდი ეს გაგვეკეთებინა“,- ამბობს ვიქტორია.
წყვილი თავიანთი ექსპერიმენტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელ Instagram-ზე აქტიურად აქვეყნებს. ისინი ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიაშიც კი მიიწვიეს.
„ჩვენ ისევ ვჩხუბობთ. მაგრამ წინა ჩხუბებისგან განსხვავებით, ეგრევე ბარგს არ ვალაგებთ და ერთმანეთისგან არ მივდივართ. ასეთ დროს უბრალოდ ლაპარაკს ვწყვეტთ“,- ამბობს ალექსანდრე.

![წყვილმა ურთიერთობის გადარჩენა უცნაური მეთოდით გადაწყვიტა [+ფოტო]](https://megatv.ge/wp-content/uploads/2021/03/231021056-705x375.jpg)









