წყალტუბოში ინფიცირებულ პირთან უშუალო შემხებლობაში მყოფ 11 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ იმერეთის გუბრნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე წყალტუბოში ზომების გამკაცრების აუცილებლობა არ არის.
„რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქი კვლავ ჩაკეტილია. საკონტროლო-გამშვები პუნქტები აგრძელებენ მოქალაქეების შემოწმებას“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
კორონავირუსი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს გუშინ დაუდგინდა.