LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“შემოდგომის წყალტუბო”- რა ღონისძიებები გელით 28-29 სექტემბერს

წყალტუბოში მამაკაცი მოკლეს

დაპოსტა 2020/02/18-ში
A A
470
ნახვა
გაზიარება

წყალტუბოში, საცხოვრებელ ბინაში დაწყებული დაპირისპირება, მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.  ის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ხანჯლით მოკლეს. ინფორნაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მათივე ცნობით მარკეტის სათვალთვალო კამერებიდან სისხლიანი გარჩევის კადრები პოლიციამ უკვე ამოიღო.   დაჭრილი 43 წლის კაცი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარის შესახებ მალევე ეცნობა წყალტუბოს პოლიციას. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო ღონისძიებები, დაიკითხნენ მეზობლები, გარდაცვლილის ნათესავები და თვითმხილველები, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული,  41 წლის მამაკაცი.

შემთხვევა 6 თებერვალს მოხდა.
ბინა, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ახლა დალუქულია.

დაკავებულის მეზობლები ყვებიან, რომ  ბრალდებულის ბინაში, სადაც ის მარტო ცხოვრობდა, ხმაური მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, თითქმის უწყვეტად ისმოდა. მათი ვარაუდით, ბინაში რამდენიმე მამაკაცი იმყოფებოდა, როლებიც ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. როდის და როგორ აღმოჩდნენ მამაკაცები ქუჩაში, სადაც  ერთმა მეორეს ხანჯალი ჩაარტყა, არ იციან.

„ხმაური გამოდიოდა ბინიდან, რაღაც არ მომეწონა სიტუაცია. სამი-ოთხი ადამიანი იქნებოდა, სვამდნენ. მერე რა მოხდა არ ვიცი. პოლიციელებით აივსო კორპუსი, მთელი რაიონის პოლიცია აქ იყო. ერთმა თქვა,  ხანჯალი ჩააარტყა მიშკამ ვიღაცას და დაჭრილიაო.  მიშკა როდის წაიყვანეს, არ გაგვიგია“,-ამბობს დაკავებულის მეზობელი.

„თქვეს,  ფულის გამო იჩხუბესო. ხანჯალი დაურტყია. დაკავებული მარტო ცხოვრობდა. მოკლულს არ ვიცნობ. საავადმყოფოში წაუყვანიათ, ოპერაცია გაუკეთებიათ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.  სხვა არაფერი ვიცი“,- ამბობს  მკვლელობაში ბრალდებულის მეზობელი.

გარდაცვლილი დევნილი იყო. იგი წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობაში“ მარტო ცხოვრობდა. მამაკაცს ცოლი და ორი შვილი დარჩა, რომლებიც ზუგდიდში ცხოვრობენ. გარდაცვლილის რძალი ამბობს, რომ არ იცის, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სიძის მკვლელობის მიზეზი. მისი თქმით,  მეუღლის ძმას  წყალტუბოში ახლო მეგობარი არ ჰყავდა.

„იშვიათად მოდიოდა, სამუშაო თუ გამოუჩნდებოდა რამე აქ, მაშინ ჩამოდიოდა, ხან ზუგდიდში იყო ცოლ-შვილთან. ბოლო სამი წელი წასული იყო აქედან. ძალიან კარგი თვისებების ადამიანი იყო, ყველასთან ახლობლობდა, მაგრამ გამორჩეული მეგობარი არ ჰყოლია. იმ დღეს რა მოხდა არ ვიცით. გავიგეთ, თერნალში, მაღაზიასთან დაჭრესო. ხანჯლით დაუჭრიათ. თავიდან თქვეს ერთი კაცი იყო მარტოო, მერე თქვეს მეორეც იყოო, მაგრამ ზუსტად არ ვიცით“,-ამბობს გარდაცვლილის ძმის ცოლი, ლელა სილაგაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108- მუხლით მიმდინარეობს, რა განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Kutaisipost.ge

გაზიარება212

დაკავშირებული -პოსტები

დღეს იოანე ნათლისმცემელის მუცლადღება აღნიშნება – ლოცვა რომელიც უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ლოცვა,რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა - პეტრეს და...

დაწვრილებითDetails

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და დინამიკურია. შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთდროულად მოგვარება მოგიწიოს. ფინანსურ საკითხებში აჩქარებას მოერიდე. ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო დღეს სტაბილურობა შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კარგი...

დაწვრილებითDetails

6 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ქვეყნის ზოგოერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: თბილისი:...

დაწვრილებითDetails

7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები და რეზოლუციის კენჭისყრა გაიმართება, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“...

დაწვრილებითDetails

„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
„სამართლიანობის აღდგენა ჩემი ერთადერთი იმედია…”- მოკლული დავით ნარიმანიძის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს
მთავარი

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით ნარიმანიძის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო, დღე, რომელიც მისთვის ძალიან  მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

 ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა- ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ქუთაისში ინდივიდუალური მეწარმე რ. გ.-ის (მისამართი: ქუთაისი, ჭავჭავაძის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6032 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6039 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

12 000-ს აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
2024 წელს ბოლოს ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 93%-ს ექნება წვდომა ბუნებრივ გაზზე – ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

„თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს: „ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალ - 6 ოქტომბრის 11:00 სთ-დან 7 ოქტომბრის 11:00 სთ-მდე გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ისანი-სამგორის რაიონში 12 000-ს აბონენტს გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ოთხშაბათს...

დაწვრილებითDetails

ამინდი იცვლება

by მეგა TV
ოქტომბერი 5, 2026
0
15 სექტემბერს საქართველოში ამინდი იცვლება
ამინდი

საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ამინდი პერიოდულად შეიცვლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 5–7 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან კი შესაძლებელია ელჭექიც. 6 ოქტომბერს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს

by თამარა ქავთარაძე
ოქტომბერი 5, 2026
0
რატომ ჩაიყვანეს 3 პირი დეესკალაციის საკანში – პენიტენციური უხმო კადრებს ავრცველებს
მთავარი

მე-6 დაწესებულებაში მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასთან - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს. უწყება ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის მიერ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"