LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თავის ტკივილი სიცხეში – სპეციალისტის განმარტება

წლევანდელი ივლისი მთელი ისტორიის განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი ივლისი იყო – ტემპერატურა ახალ რეკორდებს მიაღწევს

დაპოსტა 2025/08/07-ში
A A
523
ნახვა
გაზიარება

წლევანდელი ივლისი მეტეოდაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში მესამე ყველაზე ცხელი ივლისი იყო. ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატური ცვლილების სამსახურის, Copernicus-ის (C3S) ანგარიშში წერია, რომელიც 2025 წლის ივლისში ჰაერისა და ზღვის ზედაპირის საშუალოგლობალურ ტემპერატურას ეხება. მონაცემებს Anadolu ავრცელებს.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ზედაპირის გლობალური საშუალო ტემპერატურა 16.68°C იყო, რაც 1991–2020 წლების ივლისის საშუალო მაჩვენებელზე 0.45°C-ით, ხოლო პრეინდუსტრიულ (1850-1900 წწ) დონეზე 1.25°C-ით მეტია.

იმის მიუხედავად, რომ წლევანდელი ივლისი 2023 წლის ანალოგიურ თვეზე 0.27 °C-ით, ხოლო 2024 წლის ივლისზე 0.23 °C-ით ოდნავ გრილი იყო, ექსტრემალური ტემპერატურისგან მხოლოდ „უმნიშვნელო შემსუბუქება“ შეინიშნებოდა.

ამასთან, ბოლო 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, 2024 წლის აგვისტოდან წლევანდელ აგვისტომდე გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ 1991–2020 წლების ნორმას 0.65 გრადუსით, ხოლო ინდუსტრიამდელ დონეს 1.53 გრადუსით გადააჭარბა.

ივლისში ევროპაში ხმელეთზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა 21.1°C იყო, რაც კლიმატურ ნორმაზე 1.3 გრადუსით მეტია. ამან წლევანდელი ივლისი ევროპაში მეოთხე ყველაზე თბილ ივლისად აქცია.

ტემპერატურამ ნორმას ყველაზე გამოხატულად სკანდინავიაში, განსაკუთრებით, შვედეთსა და ფინეთში გადააჭარბა, სადაც მუდმივი სიცხე დაფიქსირდა. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა სიცხის ტალღებისა და ტყის ხანძრების წინაშე აღმოჩნდა. თურქეთში, შირნაკის პროვინციის სილოპის რეგიონში 25 ივლისს ქვეყნისთვის ახალი ტემპერატურული რეკორდი, 50.5°C დაფიქსირდა. ევროპის გარეთ ანომალიურად მაღალი ტემპერატურა ჰიმალაის მთებში, ჩინეთსა და იაპონიაში დაფიქსირდა.

ამასთან, Copernicus-ის ანგარიშის თანახმად, ივლისში ზღვის ზედაპირის ტემპერატურამ 20.77°C-ს მიაღწია, რაც დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„ტემპერატურა ახალ რეკორდებს მიაღწევს და მზად უნდა ვიყოთ”

მიუხედავად იმისა, რომ ივ­ლი­სი სა­შუ­ა­ლო­ზე მხო­ლოდ 1.25°C-ით თბი­ლი იყო, კო­პერ­ნი­კის ცენ­ტრის მკვლევ­რე­ბი ნა­ად­რე­ვი ზე­ი­მის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას გვირ­ჩე­ვენ.

„ჰა­ე­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დე­ბის სე­რია ამ მო­მენ­ტში კი დას­რულ­და, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა შე­ჩერ­და. ჩვენ კვლავ ვხე­დავთ უკი­დუ­რეს სი­ცხეს და წყალ­დი­დო­ბებს დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში. თუ ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბუ­რი აი­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე არ და­ვას­ტა­ბი­ლუ­რებთ, ტემ­პე­რა­ტუ­რა ახალ რე­კორ­დებს მი­აღ­წევს და ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ“, – გა­ნა­ცხა­და მკვლე­ვარ­მა კარ­ლო ბუ­ონ­ტემ­პომ.

 ლადო სულაბერიძემ BPN.GE

გაზიარება209

დაკავშირებული -პოსტები

2026 წელს პარტიებმა 6.5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულება მიიღეს – 5.5 მილიონი „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

2026 წელს 17 პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული 910 შემოწირულების საერთო მოცულობამ 6 565 361 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარლამენტისთვის წარდგენილი მონაცემებით, თანხის უდიდესი ნაწილი - 5 522 000 ლარი „ქართულმა ოცნებამ“...

დაწვრილებითDetails

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნებ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1 000 000 ლარი შეგროვდა
მთავარი

კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. კალაძის მტკიცებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გლდანის რაიონში გამოიყოფა 1650 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

ნალექი და ქარი – ამინდი მკვეთრად იცვლება

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში ამინდი  შეიცვლება. უახლოეს დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოსალოდნელია როგორც ტემპერატურის ცვლილება, ისე ნალექიანი და ქარიანი ამინდი. მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ რაიონში დღის განმავლობაში ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა მოგვიანებით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი....

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, გორში, მარნეულსა და ამბროლაურში მოქალაქეები უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღებას შეძლებენ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ოქტომბრის განმავლობაში გორში, მარნეულში, ქუთაისსა და ამბროლაურში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო სამართლებრივი კონსულტაციების მიღება შეეძლება. კონლუტაციების ქალაქების მიხედვით ასეა გადანაწილებული: გორი 2 ოქტომბერი მარნეული 9 ოქტომბერი ამბროლუარი 16 ოქტომბერი ქუთაისი 23...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
თბილისში 18 წლის ახალგაზრდა სავარაუდოდ გაზის გაჟონვას ემსხვერპლა
მთავარი

ქარელში მანქანა 4 წლის ბავშვს დაეჯახა - ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ბავშვი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"