გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სისხლიან გარჩევაში 15 მდე პირი მონაწილეობდა.
მათგან სამი მოკლული და ორიც დაჭრილია. მათ თელავის კლინიკაში მკურნალობა უტარდებათ.
ამ ეტაპზე უცნობია რა გარემოებებში მოხდა მათი დაჭრა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილობრივთა თქმით, სროლის ხმა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, თუმცა ის დასახლებულ პუნქტში არ იყო.
ცნობისთვის, თელავის რაიონში 3 ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს. სამივე მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მოკლულთაგან ერთ-ერთი, ოლიმპიური ჩემპიონის და “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ძმაა. გავრცელებული ცნობით დაპირისპირებაში თავად ზურაბიც მონაწილეობდა, რომელსაც პოლიცია კითხავს.










