LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რა სამი კანონის მიღებას ითხოვს მამაკაცი, რომელსაც  შეირაღებული თავდასხმა ბრალდება

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

დაპოსტა 2020/11/23-ში
A A
1.5k
ნახვა
გაზიარება

ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას თავს დაესხა და მძევლები აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება, შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოყენებულიყო.

ამასთან, სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ. უფლებადამცველის თქმითვე, ზურაბაშვილი გამოძიებასთან ითანამშრომლებს. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება601

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს. „28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აბიტურიენტებს მიმართავს: „გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 8 წელი მიესაჯა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი...

დაწვრილებითDetails

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – ომბუცმენი

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა-სახალხო დამცველი
მთავარი

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
საქართველოში 23-24 სექტემბერს წინასაარჩევნო ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვა
მთავარი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციას უყრის კენჭს, - ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზეა განთავსებული. ანგარიშს -„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ – მომხსენებლები ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და საბინა...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
მთავარი

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს- ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და...

დაწვრილებითDetails

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026″ იწყება
კულტურა

დღეს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,თეატრალური იმერთი 2026" იწყება. https://www.youtube.com/watch?v=9-nJAf1AK2M ფესტივალის განრიგი 

დაწვრილებითDetails

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახა მურადაშვილი დაინიშნა
მთავარი

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ პოლიციის მაღალჩინოსანი კახა მურადაშვილი დაინიშნა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მურადაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის 22 ივნისს დაინიშნა. მურადაშვილამდე პირველი მოადგილის თანამდებობას ზურაბ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე სოფელ ვარძიაში, მდინარე ბორიმელაზე უკანონო თევზჭერას კუსტარულად დამზადებული ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა....

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომეპიც 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფებოდა

by მეგა TV
ივნისი 24, 2026
0
გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომეპიც 15 წუთიანი ოპერაციის შემდეგ კომაში იმყოფებოდა
მთავარი

35 წლის ნინი მუჯირი, რომელიც 15-წუთიანი პროცედურის შედეგად დამძიმდა, გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი რამდენიმე თვე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახლობლების ინფორმაციით, ნინი მუჯირმა საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაცია...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"