საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს.
„28 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის სააქტო დარბაზში საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მრავალშვილიან დედათა ანსამბლ „იავნანას“ მიერ წარმოდგენილი იქნება ფოლკლორული ნომრები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.










