LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სოციალურად დაუცველი ბავშვების რაოდენობა 28%-ით გაიზარდა-სახალხო დამცველი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – ომბუცმენი

დაპოსტა 2026/06/24-ში
A A
48
ნახვა
გაზიარება

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დაცველის ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ბავშვთა უფლებების, განათლების, ქალთა უსაფრთხოების, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება.

სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცლად არის შეფასებული ბავშვის უფლებები, მისი საუკეთესო ინტერესების დაცვასა და უფლებებზე სახელმწიფო გადაწყვეტილებების გავლენა. ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმების ხარვეზები, ბავშვთა სიღარიბე, რაც პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, განვითარებასა და სხვა უფლებების რეალიზებაზე.

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა.

სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, არსებული მექანიზმები უმეტესად რეაქტიული ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით პრობლემური ტენდენციები შენარჩუნებულია. 2025 წელს 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1 366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.

„ზოგადი განათლების სფეროში კვლავ პრობლემურია სკოლების ნაწილის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მრავალცვლიანი სწავლების პრაქტიკა, რაც უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართულობაზე.

ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. მართალია, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქალთა მიმართ ძალადობისა და მისი ყველაზე მძიმე ფორმის – ფემიციდის – შემთხვევები.

„სამწუხაროდ, 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობისა და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახის წევრების მიერ იყო ჩადენილი. პროკურატურამ ფემიციდი 5, ხოლო ფემიციდის მცდელობა 8 შემთხვევაში გამოკვეთა.

მიუხედავად გარკვეული პოზიტიური ცვლილებებისა, კვლავ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს ჰქონდა ინფორმაცია შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის პრევენცია ვერ მოხერხდა. გაანალიზებულმა საქმეებმა გამოავლინა ხარვეზები გამოძიების, რისკების შეფასების, დამცავი მექანიზმების გამოყენებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ფემიციდი დაკავშირებულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ და სტერეოტიპულ შეხედულებებთან, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან. შესაბამისად, ფემიციდის პრევენცია საჭიროებს არა მხოლოდ სისხლისსამართლებრივ რეაგირებას, არამედ პრევენციული მექანიზმების, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაძლიერებას

2025 წელს კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების დროული გამოვლენა, ეფექტიანი გამოძიება და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფა. მიუხედავად სამართალდამცავი უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გადამზადებებისა, პრაქტიკაში კვლავ იკვეთება სირთულეები დანაშაულის მოტივის დროულ გამოვლენასა და სათანადო სამართლებრივ შეფასებაში.

საანგარიშო პერიოდში თანასწორობის უფლების რეალიზების მიმართულებით კვლავ გამოვლინდა გამოწვევები. პრობლემები შეეხებოდა როგორც შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს, ისე მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი საინფორმაციო ბაზების შექმნის მიმართულებით მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვანი კითხვები გააჩინა ადამიანის უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების, დისკრიმინაციის პრევენციისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის კუთხით“,- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"