50 დღე და ღამე ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. ლეჩხუმელები და არა მარტო ისინი საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად იბრძვიან და კომპანია “ენკას” სამუშაოების შესრულების შესაძლებლობას არ აძლევენ. მათი მოთხოვნა უცვლელია, თურქულმა კომპანიამ დატოვოს ტერიოტრია და გიგანტური კაშხალი, რომელიც მთელს რიონის ხეობას ემუქრება არ აშენდეს.
რას ნიშნავს ეს ადგილი ადგილობრივებისთვის, რისთვის იბრძვიან ისინი და რა მოლოდინი აქვთ, ამ თემაზე “მეგა ტვ”-ის ჟურნალისტთან როლანდ ლომთაძე საუბრობს. როგორს ის ამბობს ნამოხვანჰესი რომ აშენდეს შესაძლოა ონიდან ფოთამდე არაფერი დარჩეს.
საკუთარი ვალისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს ლევან გოგოლაძე, რომელიც ღამის გასათევად ადგილობრივებს ქუთაისიდან შეუერთდა.
ნამოხვანჰესის 105 მეტრიანი კასკადის ტანის მშენებლობა ადგილობრივების ძალისხმევით ამ დროისთვის შეჩერებულია, თუმცა არავინ იცის ეს როდემდე გასტას და როდის აღადგენს, სახელმწიფოს თანხმობით, სამუშაოებს თურქული კომპანია ენკა. საფრთხე კი რომელსაც ნამოხვანჰესი ქმნის, რასაც მშენებლობის მომხრეები უარყოფენ, ასეთია: სოფლების დატბორვა, ბიომრავალფეროვნების განადგურება, სეისმოლოგების თქმით კი თუ კაშხალი დაზიანდა ის დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)