ბოლო დღეებში საათების ინდუსტრიაში არსებულ ერთ-ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა – წლების განმავლობაში არსებობდა კითხვა – ვინ გახდა Jacob & Co-ს ყველაზე ამბიციური, $20,000,000-ად შეფასებული შედევრის მფლობელი?
მისი მფლობელი ქართველი ბიზნესმენი და კოლექციონერი, მონაკოში მცხოვრები დავით ნატროშვილია (სოციალურ ქსელებში ცნობილი, როგორც David Natro). პოპულარულმა პლატფორმებმა, მათ შორის Superwatchman-მა და The Trillionaire Life-მა, ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უნიკალური საათი Billionaire Timeless Treasure (რომელიც მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარადაა შექმნილი) სწორედ მის მაჯას ამშვენებს.
საათი, რომლის შექმნასაც 3.5 წელი დასჭირდა
Jacob & Co. Billionaire Timeless Treasure არ არის უბრალოდ აქსესუარი – ის საიუველირო ხელოვნების მწვერვალია.
ბრენდის დამფუძნებელმა ამ საათის შესაქმნელად წარმოუდგენელი რესურსი გაიღო. მისი წარმოება 3.5 წელზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ იდენტური ფერისა და სისუფთავის ყვითელ ალმასებს.
“ჩვენ შევისწავლეთ ათასობით კარატის ყვითელი ალმასი, რათა შეგვერჩია მხოლოდ ის ქვები, რომლებიც ერთმანეთს იდეალურად შეეხამებოდა ფერითა და ხარისხით,“ – აცხადებენ Jacob & Co.-ში.
საათის დეტალები ნებისმიერ კოლექციონერს გააოცებს:
საერთო წონა: საათი დაფარულია 216.89 კარატის საერთო წონის მქონე 425 Asscher-ის ჭრის იშვიათი ყვითელი განაგრძეთ კითხვა










