ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა. გამოცემის ცნობითვე, აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა
მოგვიანებით მთავარს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ სავარაუდოდ, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის ბალონი აალდა, რის შედეგადაც მსუბუქი დამწვრობა ორმა ადამიანმა მიიღო. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს










