გარდაიცვალა პოეტი გიორგი ჩუთლაშვილი. როგორც ცნობილია ის მამამ დღეს დილით იპოვა სახლში. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
,,ჩვენ დაგვიხეთქა გული და თვითონ ალბათ მშვიდად შეხვდა სიკვდილს, ღიმილით, მშრალი თევზების წონასწორობით. Giorgi Chutlashvili . დაუჯერებელია.”
,,გიო ბოდიში ყველას სახელით , ყველას ჩვენგანის ბრალია ბოდიში მეგობარო და მშვიდობით ???”
,,მეზიზღება გიო პოსტების წერა , მაგრამ შენ ისე მატკინე ისე დამარტყი ისე დaმანარცხე ამწამს რო არვიცი რა ვქნა ესე ძალიან არ მტკენია არასდროს არაფერი გულში, შიგ სულში მატკინე მომკალი ადამიანი ცოცხალ მკვდრად დამტოვე ჩემო სულიერო ძმაო”
,,ვგრძნობდი, ვწერდი, უჭირს-მეთქი, რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ მაინც თავს ვიდანაშაულებ, რომ სათანადოდ ვერ დავუდექი გვერდით. რაღაც იყო მოსაფიქრებელი. ზუსტად ვიცი, რომ ეს მისი მატერიალური მდგომარეობის ბრალია. არა აქვს მნიშვნელობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა. მე დამნაშავედ ვგრძნობ თავს. (((
საბრალო, საყვარელო ბიჭო, გული მისკდება, რომ წარმოვიდგენ, როგორ მოკუნტული შეხვდი სიკვდილს შენს ცივ, უბრალო საწოლში, იქნებ მშიერიც კი. ბოდიში, გიო! Giorgi Chutlashvili (მოვნიშნე იმიტომ, რომ კითხვები აღარ დამისვათ. ის ჩემი არავინ იყო, მაგრამ იყო დაჩაგრული, კარგი ადამიანი, პოეტი, რომელსაც ძალიან ვგულშემატკივრობდი) მშვიდობით! უფლის შვილი იყავი შენ და მასთან ხარ ახლა, და ალბათ ყველაზე მშვიდად. (((?
ეს არის მისი რჩეული ფოტო. ახალგაზრდა კაცის, პოეტის, რითაც ყველაფერია ნათქვამი, და ალბათ, ავტოპორტრეტიც.(” – წერენ მეგობრები და ახლობლები პოეტი გიორგი ჩუთლაშვილის გვერდზე.
გიორგი ჩუთლაშვილი დაიბადა 1991 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. გიორგი ჩუთლაშვილის ლექსების დებიუტი შედგა, 2012 წელს ჟურნალ ,,ჩვენი მწერლობაში”. 2015 წლიდან კი, ლექსებს აქვეყნებს ჟურნალ ,,ახალი საუნჯეში,, და ,,არილში,,. 2016 წელს გამომცემლობა ,,კალმოსანმა,, გამოსცა გიორგის სადებიუტო კრებული ,,მზის პოსტერი,,. 2017 წელს იყო თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე. 2019 წელს მონაწილეობდა პროექტ ,,მსოფლიო კედლების გარეშეში”.










