LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წარმოდგენა არავის შეუძლია, რას გაუძლო ამ თითისტოლა გოგომ – რას წერენ ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის შესახებ ახლობლები

წარმოდგენა არავის შეუძლია, რას გაუძლო ამ თითისტოლა გოგომ – რას წერენ ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის შესახებ ახლობლები

დაპოსტა 2020/03/07-ში
A A
2.3k
ნახვა
გაზიარება

5 მარტს ხაშურის ცენტრში სალომე ჩიქოვანი ყოფილმა ქმარმა უამრავი ადამიანის თვალწინ დაჭრა. ის უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახლობლები ყველას სთხოვენ, რომ მისი გადარჩენისთვის ილოცონ.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ სალომე გაჭირვებაში გაიზარდა, მან შიმშილს გაუძლო, მაგრამ სადისტ ქმარს – ვეღარ.

სალომეს მასწავლებელი მაია ციცქიშვილი ფეისბუქში წერს:

,,ეს სალომეა, გოგონა რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა, დღეს სიკვდილს ებრძვის. წარმოდგენა არავის შეუძლია, რას გაუძლო ამ თითისტოლა გოგომ, რომ გაზრდილიყო. გაუძლო სიცივეს, შიმშილს, ყველაფერს თუ რამე არსებობს, ვერ გაუძლო ქმარს და ამისთვის გაიმეტეს.

მე მის დაბადებას შევესწარი, მისი გაზრდას ვუყურებდი და მისი ტკივილი დღეს ჩემი ტკივილია. მძულს კაცთა მოდგომა ქალზე მოძალადე, მძულს სამყარო, სადაც ქალი დაუცველია, მძულს ყველა, ვინც გამართლებას მოუნახავს ამ საქციელს. შესთხოვეთ უფალს, რომ გადარჩეს. ვისაც შეგიძლიათ,  ღმერთს ხმა მიაწვდინოთ”, – დაწერა სალომეს პედაგოგმა.

როგორც წერენ, სალომეს ბევრი კეთილი ადამიანი პატრონობდა. ,,ყველა ოჯახის შვილი”, – წერია კომენტარებში.

,,როგორ უხაროდა ნაჩუქარი ტანსაცმელი და როგორ იპრანჭებოდა. სხვას რომ არაფრად მიაჩნდა,  მისთვის ფუფუნება იყო”, ,,ჩემო პატარა გოგო, უფალო შენკენ, შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ, ამასაც გაუძლებ. გაუძელი, ჩემო გოგო, შენი შვილებისთვის”, ,,სალომემ ბევრ გაჭირვებას გაუძლო და კიდევ გაუძლებს. ამ სირთულესაც გადალახავს, იბრძოლებს გადარჩენისათვის”, – წერენ სოციალურ ქსელში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ნაცნობები.

სალომეს კლასელი ნიკა ივანაშვილი წერს, რომ ელოდებიან სალომეს მდგომარეობიდან გამოსვლას.

,,ეს ჩვენი დაიკოა და გაუძლო ყველაფერს. ველოდებით მდგომარეობიდან გამოსვლას”- დაწერა ნიკა ივანაშვილმა, რომელსაც მაია ციცქიშვილმა სკოლის პერიოდი შეახსენა, როგორ უდგნენ ბავშვები ერთმანეთს გვერდით.

,,ყველაფერი ერთად მახსენდება და გული მიკვდება. ის ვაშლები მახსენება, დასვენებაზე ერთმანეთს რომ უწილადებდით. არ ვიცი, თუ ვინმეს უნახავს თითებით ვაშლის დანაწილება, ზოგჯერ ათ ნაწილად. ვიცი, რომ ერთმანეთის იმედებად დაიზარდეთ. მიყვარხართ და ღმერთს ვთხოვ თქვენს ბედნიერებას, სალომეს სიცოცხლეს, რომელმაც ბევრ გაჭირვებას გაუძლო და კიდევ გაუძლებს. ამ სირთულესაც გადალახავს, იბრძოლებს გადარჩენისათვის”, – წერს მაია ციცქიშვილი.

გაზიარება1131

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14 პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 14...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან 103 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 103 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებსი ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
ხონში სამი შვილის დედა გარდაიცვალა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტში,  35 წლის, სამი შვილის დედა, ჟანა ლოგუა გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჟანა ლოგუას გული გაუჩერდა. „გარდაიცვალა 3 შვილის დედა ჟანა ლოგუა...

დაწვრილებითDetails

” საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია”- მაკა ბოჭორიშვილი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

საქართველოსთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია - ევროკავშირთან დიალოგი უნდა აღდგეს ნორმალურ ჩარჩოში, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და ევროკავშირის...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

30 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +8 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 30, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი მოდუნდით და მშვიდად მოიფიქრეთ, როგორ გადაანაწილოთ დრო და ენერგია პირადი და საოჯახო საქმეებისთვის. მოერიდეთ ისეთი საკითხების გადაჭრას, რაც თქვენგან დიდ ძალისხმევას და ბრძოლას მოითხოვს. კურო კარგი დროა, მგზავრობის დასაგეგმად,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 30 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 30 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6920, ევრო  – 3.1499, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6358 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
თბილისის მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა
მთავარი

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრი ცოცხალია, მას მატარებელი არ შეხებია. მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს. მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, პირველ მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი. „თბილისში 29-30 აპრილს, შესაძლოა, მცირე წვიმა...

დაწვრილებითDetails

“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს

by მეგა TV
აპრილი 29, 2026
0
“ძალიან იოლად შეხედეთ გენეტიკურ პრობლემებს”- ზაზა ლომინაძე გახარიას გუნდის წევრს
მთავარი

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"