LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კეთილი ინებოს საქართველოს საპატრიარქომ-რას ითხოვენ საპატრიარქოსგან

წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას-ვის ამხელს თეოლოგი ლაშა შარვაშიძე-დეისაძე

დაპოსტა 2023/03/02-ში
A A
546
ნახვა
გაზიარება
“ამ დღეებში მრავალმა ადამიანმა (როგორც საერომ, ისე სასულიერომ) პირად მიმოწერაში გამომიგზავნა იაგო ხვიჩიას საავტორო ტელეგადაცემაში “საქართველოს დაბადება” საბჭოთა ათეისტური(!) რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, ვახტანგ გვარამიას ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს მიტროპოლიტ გაიოზის (კერატიშვილი) დაპატიმრების შესახებ, თითქოს მეუფე გაიოზი 1978 წლის 25 მაისს დააპატიმრეს ტიხვინის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატიდან ამოღებული ძვირფასი თვლების რეალიზაციისა და სავალუტო ოპერაციების წესის დარღვევის ფაქტზე.
ვფიქრობდი, რომ საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი წარმომადგენლის ეს ტიპიური საუბარი მართლმადიდებელი მღვდელმთავრის წინააღმდეგ უპასუხოდ დამეტოვებინა, თუმცა, იმდენად დიდია დაინტერესება და პირადად ჩემდამი წამოსული კითხვები, აქედან გამომდინარე ვწერ:
არსებობს 1977 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თენგიზ ონოფრიშვილის საიდუმლო წერილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი, რომელშიც რელიგიის რწმუნებული მოითხოვს მიტროპოლიტ გაიოზის დაპატიმრებას. შესაბამისად, მეუფე გაიოზის დაკავება იყო არა 1978 წლის 25 მაისის დაპატიმრების მოულოდნელი აქტი (როგორც ამას ბ-ნ გვარამია საუბრობს), არამედ მიტრ. გაიოზის დაკავებას საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა მინიმუმ ოფიციალურად 1977 წლის 19 დეკემბრიდან და საბოლოოდ, განხორციელებული პროვოკაციის საფუძველზე (რასაც ბ-ნ გვარამია თავად აღიარებს ხსენებულ ტელეგადაცემაში, რომ საბჭოთა ძალოვანი სტრუქტურების აგენტი იყო მიგზავნილი მეუფე გაიოზთან და აგენტმა თავად შესთავაზა მღვდელმთავარს ძვირფასი თვლების გაყიდვა), საბჭოთა ათეისტურმა რეჟიმმა ეს მოახერხა 1978 წლის 25 მაისს. ხსენებული ოფიციალური საიდუმლო წერილი მთლიანად აბათილებს ბ-ნ გვარამიას მიერ მოთხრობილ ვერსიას, თუმცა, არსებობს სხვა გარემოებებიც, რომელთაგან რამდენიმეს წარმოვადგენ აქვე.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე, 1978 წლის 18 იანვარს, მიტროპოლიტ გაიოზს საცხოვრებელი სახლის კართან თავს დაესხნენ უცნობი პირები, რომლებმაც მღვდელმთავარს თავში ჩაარტყეს რკინის მძიმე ნივთი და რომ არა მეზობელი ქალბატონის განწირული კივილი, მაშინ, როგორც სჩანს მეუფე გაიოზის მკვლელობა ჰქონდათ განზრახული.
მიტროპოლიტ გაიოზის დაპატიმრება საბჭოთა რეჟიმს სურდა კათოლიკოს-პატრიარქ დავით მეხუთის მამამთავრობისას, თუმცა, მაშინ საბჭოთა სახელმწიფომ ამაში ვერ მიიღო საეკლესიო დონის მხარდაჭერა ეკლესიის პირველიერარქისა და სინოდისაგან და შესაბამისად, საერო ხელისუფლებამ მიტრ. გაიოზი ვერ დააკავა უწმიდესისა და უნეტარესის დავით მეხუთის სიცოცხლეში.
აქვე, აღვნიშნავ, რომ საქართველოს საპატრიარქოს საქმეთა მწარმოებლის (კ.პ. დავით მეხუთის დროინდელი), ბატონი გიორგი (გოგი) ცქიფურიშვილის ცნობითა და მოწმობით, საქართველოს საპატრიარქო არ გაძარცვულა და იქედან საერთოდ არაფერი დაკარგულა პატრიარქ დავითის დროს, მაშინ, როდესაც საბჭოთა სასამართლო მიტრ. გაიოზს ედავებოდა საპატრიარქოს ძარცვას უწმიდესი და უნეტარესი დავით მეხუთის მამამთავრობის პერიოდშიც.
მე სრულად ვარ გაცნობილი მიტრ. გაიოზის წინააღმდეგ თბილისის საბჭოთა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, სადაც არის ვრცელი ჩამონათვალი ნაძარცვი ნივთებისა, თუმცა, ეს ნივთები არსად სჩანს და ვერ მიაგნეს (დღემდე). ასევე, საბჭოთა კანონმდებლობით თუ ნაძარცვი ქონების ღირებულება შეადგენდა 100 000 მანეთზე მეტს, მაშინ ბრალი და შესაბამისად განაჩენიც მძიმდებოდა და მიტრ. გაიოზის შემთხვევაში სასამართლომ ჩაწერა, რომ მღვდელმთავარმა თითქოს გაიტაცა 100 045 მანეთის ღირებულების ქონება, რათა ბრალი და განაჩენი მეუფე გაიოზის წინააღმდეგ ყოფილიყო ძალიან მკაცრი.
შესაბამისად, მიტრ. გაიოზის დაპატიმრება და გასამართლება იყო საბჭოთა აგრესიულად ათეისტური, ეკლესიის მოძულე, ტაძრებისა და მონასტრების მნგრეველი, სასულიერო პირთა დამხვრეტ-გადამსახლებელი საოკუპაციო რეჟიმის მორიგი აგრესიული ქმედება ეკლესიისა და კონკრეტულად იმ დროისათვის წარმოუდგენლად ღრმა განათლების მქონე, მეცნიერი, ანტისაბჭოური ცნობიერების, ასაკით ახალგაზრდა მღვდელმთავრის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, საბჭოთა ხელისუფლების ამ ქმედებას, იმჟამად, დასაყრდენი გამოუჩნდა ეკლესიის შიდა სივრციდანაც, რამაც კიდევ უფრო გაუმარტივა საერო მთავრობას ამ პროვოკაციული და შეთითხნილი დაპატიმრებისა და გასამართლების შესრულება.
აქვე, დავსძენ, რომ მიტროპოლიტ გაიოზს, რომლის სამეცნიერო-აკადემიური შემოქმედების ბიბლიოგრაფიული ნუსხა რამდენიმე ათეულს შეადგენს და მათ შორის უმრავლესობა აღწერს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის საისტორიო სიძველეების მნიშვნელობას და მღვდელმთავარმა, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია საქართველოს ისტორიის, მის სიძველეთა და განძეულობის კვლევას, დააბრალო საეკლესიო და ეროვნული განძეულობის ძარცვა, რომელიც საერთოდ არსად სჩანს (რაც არ წაუღია, როგორ იპოვიდნენ?!), თავად არის დანაშაული (ყოველივე ამის დაბრალება მიტრ. გაიოზისათვის), ხოლო, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, დამოუკიდებელ საქართველოში ამ საბჭოთა აგრესიული ათეისტური კამპანიის კიდევ ერთხელ ტირაჟირება სიმართლის ნიღბით, ჩემი აზრით, წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ცნობიერების გარკვეულწილად დაზიანებისათვის.”-წერს ლაშა შარვაშიძე-დეისაძე
თეგები: ვახტანგ გვარამიალაშა შარვაშიძე-დეისაძემიტროპოლიტი გაიოზიი
გაზიარება218

დაკავშირებული -პოსტები

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება – სიახლე მძღოლებისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება. კირცხალიას თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული....

დაწვრილებითDetails

ერთ დღეში 1 გრამი “ბაჯაღლო” 13 ლარით გაიაფდა- რა ღირს ოქრო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს კვლავ გაიაფდა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 174 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.21%-ით შემცირდა. რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 20 ივნისისთვის

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6505 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6527 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“მოსამართლის თანაშემწემ დამირეკა და მითხრა, რომ ია დარახველიძის ნაწილშიც სასჯელი 3 წლიანი პატიმრობა კი არა, 5 წელია”- ადვოკატი
მთავარი

ადვოკატ რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა. როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ ია დარახველიძეზე ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა. ია დარახველიძე დღეს მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რის გამოც, განაჩენის აღსასრულებლად მასზე თავდაპირველად,...

დაწვრილებითDetails

4 ოქტომბრის საქმეზე, ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
სასამართლო ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს
მთავარი

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ...

დაწვრილებითDetails

„მოსალოდნელია ნალექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – სინოპტიკოსები მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებენ

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან – ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება...

დაწვრილებითDetails

ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 4 თვე გაგრძელდება – რას აცხადებენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
გვწამლავენ ცოცხლად, ფანჯრებს ვერ ვაღებთ – რა ვითარებაა ნიკეას ნაგავსაყრელზე და რას აცხადებენ ნარჩენების მართვის კომპანიაში
მთავარი

ქუთაისის ნიკეას დასახლებაში ისტორიული ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ამის შესახევ "მეგა ტვ"-ს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თვის ბოლოს...

დაწვრილებითDetails

“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
“ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ ლილეკუნა…” – გოგონა, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში ტრაგიკული ამბავი გავრცელდა. გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონა თურქეთში...

დაწვრილებითDetails

„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 19, 2026
0
„მიწამ როგორ უნდა მიგიღოს, ჩემო ლამაზო, გოგო…“ – 21 წლის ბაიკერს ემშვიდობებიან
მთავარი

თბილისში, 21 წლის ბაიკერი ტრაგიკულად დაიღუპა. ელენე ექვთიმიშვილი ვარკეთილში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გოგონა სოციალურ ქსელში აქტიური იყო და მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. დაღუპულს ახლობლები ემშვიდობებიან. „რამხელა ტკივილი ხარ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"