LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წამლების უკონტროლო ფასები – რატომ იხდით ძვირს

წამლების უკონტროლო ფასები – რატომ იხდით ძვირს

დაპოსტა 2021/10/16-ში
A A
537
ნახვა
გაზიარება

რატომ ღირს წამლები ძვირი? 3 მიზეზი – ამ სათაურით სტატიას gezimag.ge აქვეყნებს.

საქართველოში წამლის სიძვირეს სამი ურთიერთდაკავშირებული მიზეზი განაპირობებს: (1) წამლის ფასის დაურეგულირებლობა; (2) ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციული გარიგებები ექიმებთან; (3) ფარმაცევტული ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია.

მიზეზი 1. ფასის დაურეგულირებლობა

საქართველოში წამლის ფასი არ რეგულირდება. სხვა სიტყვებით, საქართველო არ იყენებს წამლის ფასის რეგულირების არცერთ მოდელს. ამიტომ, ფარმაცევტული მაფია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მოგების გაზრდის მიზანი ამოძრავებს, წამლის ფასს ერთპიროვნულად ადგენს.

წამლის ფასის რეგულირების მრავალი მოდელი არსებობს – მაგალითად, წამლის ფასნამატის ზღვრის განსაზღვრა, რეფერენტული ფასწარმოქმნა, მოლაპარაკებითი ფასები. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს წამლის ფასის რეგულირების ერთ და ერთდროულად რამდენიმე მოდელს.

ჩვენს რეგიონში – აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – ქვეყნების უმეტესობა წამლის ფასის რეგულირების ერთ-ერთ მოდელს მაინც იყენებს.

აზერბაიჯანში, უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვაში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ყველა ან მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლების ფასი რეგულირდება. საქართველო გამონაკლისია სომხეთთან ერთად.

 

მიზეზი 2. კორუფციული მარკეტინგი

წამლის ფასის სიძვირის მეორე მიზეზი არაეთიკური მარკეტინგია. ფარმაცევტული მაფია გარიგებაში შედის ექიმებთან და კონკრეტული წამლების გამოწერის სანაცვლოდ მათ ფულს უხდის. ეს ნიშნავს, რომ ფარმამაფია ექიმებს პაციენტებისთვის არასაჭირო და, ზოგჯერ, უსარგებლო წამლებსა და ე.წ. ვიტამინებსა და დანამატებს ანიშნინებს.

 

ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი მიდის ექიმთან და სთავაზობს გარიგებას. თუ ექიმი დათანხმდება, სპეციალურ ბლანკიან ფურცელზე, რომელზეც მისი სახელი და გვარიც მიეთითება, პაციენტს უნიშნავს წამალს. ეს ბლანკიანი ფურცელი ჯერ პაციენტის ხელში ხვდება, შემდეგ კი პაციენტს აფთიაქში მიაქვს. გამოწერილი წამლების ოდენობის მიხედვით, ექიმი ფარმაცევტული მაფიისგან იღებს ფულად დანამატს.

ასე ახასიათებს ერთ-ერთი ექიმი ამ პრაქტიკას:

“პირდაპირ შემოუთავაზებიათ – თუკი დავნიშნავდი, მაგალითად, 35-ლარიან ანტიბიოტიკს, თითო გაყიდული წამლიდან 5 ლარი მე ჩამერიცხებოდა. მოითხოვეს ჩემი ანგარიშის ნომერიც“.

ასეთი გარიგებები არ არის ერთეული და მარგინალური შემთხვევა. ეს ფარმამაფიის მუშაობის არსებითი, განუყოფელი ელემენტია. პრობლემა სისტემურია: საქართველოში არ მოქმედებს მინიმალური ხელფასის კანონი და ექიმების უმეტესობის ხელფასი 250-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. სამედიცინო და ფარმაცევტული მაფია ექიმს ჯერ დაბალ ხელფასს უნიშნავს, რომ შემდეგ პაციენტის ძარცვაში მონაწილეობა აიძულოს.

ასეთი პრაქტიკა ყვლეფს პაციენტს და აზიანებს მის ჯანმრთელობას (აიძულებს რა, რომ არასაჭირო წამლები მიიღოს), ლახავს ექიმის პროფესიულ ღირსებას და ასევე ზრდის წამლის ფასს, რის გამოც მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვეღარ ახერხებს წამლის შეძენას, ხოლო დიდი ნაწილი ამ წამლების ყიდვის გამო ღარიბდება. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ მარკეტინგის ხარჯის წილი წამლის საბოლოო ფასში 30-40% შეადგენს.

 

მიზეზი 3. პოლიტიკური ოლიგოპოლია

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპიურია. სხვა სიტყვებით, ფარმაცევტული ბაზრის თითქმის 70%-ს 4 კომპანია აკონტროლებს:

პსპ ფარმა – 22.32%

გეფა [ჯიპისი და ფარმადეპო] – 25,1%

ავერსი-ფარმა – 14.54%

გლობალფარმი – 7%.

ეს კომპანიები ერთდროულად აკონტროლებენ საქართველოში წამლების შემოტანას (იმპორტს) და მათ საცალო გაყიდვას თავიანთი სააფთიაქო ქსელების გამოყენებით. სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ეს ორი – იმპორტი და საცალო რეალიზაცია – ერთმანეთისგან გამიჯნულია. და რადგან საქართველოში წამლის ფასის რეგულირების არცერთი მოდელი არ მოქმედებს და ოლიგოპოლიური გარიგებებიც უკონტროლოა, წამლის ფასი კოლოსალურია.

ქართული ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლია ორი მთავარი გზით ჩამოყალიბდა:

პირველი არის წამლის საქართველოში შემომტანი (იმპორტიორი) კომპანიების ექსკლუზიური შეთანხმებები წამლის მწარმოებელ კომპანიებთან. ამ შეთანხმებების ფარგლებში, მაგალითად, ავერსი წამლის მწარმოებელ კომპანიას უთანხმდებოდა იმაზე, რომ ის კონკრეტული წამლის ერთადერთი შემომტანი უნდა ყოფილიყო და სხვა არცერთ სუბიექტს ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა. ამდენად, მას შეეძლო, სრულად განესაზღვრა ის, თუ რა ფასად გაიყიდებოდა მის მიერ შემოტანილი წამალი.

მეორე იყო გარიგებები საქართველოში მოქმედ მსხვილ იმპორტიორებს შორის. სქემა ასეთია: ერთ კომპანიას, მაგალითად, პე-ეს-პეს ექსკლუზიურად შემოაქვს წამალი X; მეორეს, მაგალითად, ავერსს – წამალი Y. ისინი ამ წამლებს, რომელთა ფასსაც ერთპიროვნულად ადგენენ, უნაწილებენდნენ ერთმანეთს.

იმპორიტირებული წამლების ერთმანეთში განაწილებისა და სხვა აფთიაქებისთვის მათი ფიქსირებულ ფასად მიყიდვის გზით, ამ კომპანიებმა მოახერხეს უცხოური მედიკამენტების ფასზე ოლიგოპოლიური კონტროლის დაწესება. ასეთი ოლიგოპოლიური სქემებით გააძევეს ფარმაცევტული ბაზრიდან, მაგალითად, სახალხო აფთიაქი. მოგვიანებით, ამავე კომპანიებმა დაიწყეს წამლის საქართველოში წარმოებაც, რომელსაც ხშირად უფრო ძვირად ყიდიან, ვიდრე მათი უცხოური ანალოგი ღირს.

ოლიგოპოლიური სიტუაციის შესანარჩუნებლად ფარმამაფია აკონტროლებს პარლამენტსაც. უნდა გვახსოვდეს: ერთ მხარეს დგას პე-ეს-პე და მისი მეპატრონე კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამავდროულად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია პარლამენტში. მეორე მხარეს დგას გლობალფარმი და მისი მეპატრონე ანტონ ობოლაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატია პარლამენტში. რამდენიმე წლის წინ პირიქით იყო: ოქრიაშვილი ქართული ოცნების, ხოლო ობოლაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო. ამ პარტიებს შორის ვითომ მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ისინი წამლის ფასის პოლიტიკაზე არასდროს კამათობენ.

მათი სახელმწიფოსთან დამთხვევის, მათი მთავრობებთან გარიგების გამოა, რომ ამ მაფიოზური სქემების შესახებ ყველამ იცის, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. იცის ჯანდაცვის სამინისტრომ, იცის პარლამენტმა, იცის წამლის სააგენტომ, იცის რეგულირების სააგენტომ, იცის პროკურატურამ – ყველამ, ვისაც ევალება პასუხის გაცემა – მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს.

არ აკეთებენ არაფერს იმიტომ, რომ ჩვენი უკმაყოფილება ცალ-ცალკე, მხოლოდ წუწუნის ფორმით ისმის. სანამ ეს უკმაყოფილება საერთო არ გახდება და ერთმანეთს არ გააძლიერებს, არაფერი შეიცვლება. ფარმაცევტული მაფიისთვის ადგილის მიჩენა მხოლოდ სახალხო წინააღმდეგობას შეუძლია.

ავტორი: ვახტანგ ნაცვლიშვილი

gezimag.ge

გაზიარება215

დაკავშირებული -პოსტები

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი ენერგიული დღეა. საქმეში შეიძლება ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დეტალები კარგად გადაამოწმე. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას დააახლოვებს.   კურო დღეს სტაბილურობა და ფინანსური საკითხები იქნება მნიშვნელოვანი. შეიძლება საინტერესო...

დაწვრილებითDetails

27 სექტენბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით +16°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის...

დაწვრილებითDetails

დღეს ჯვართამაღლებაა – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხო

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
ლოცვა,რომელიც ჯვართამაღლების დღესასწაულზე იკითხება
მთავარი

27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ 27 სექტემბერს მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ.   ეს დღე მოციქულთა სწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) სახელს უკავშირდება. ღვთის განგებით, წმინდა კონსტანტინემ და მისმა დედამ წმინდა ელენემ...

დაწვრილებითDetails

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 27, 2026
0
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა (+ფოტო)
მთავარი

სოხუმის ოკუპაციიდან 33 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. აფხაზეთში ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს სოხუმის ოკუპაციით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების მთელი...

დაწვრილებითDetails

დღეს სავსე მთვარეობაა – ვის რა ელის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
15 დეკემბერს, 2024 წლის ბოლო სავსე მთვარე – ასტროლოგის რჩევა
მთავარი

26 სექ­ტემ­ბე­რი ემო­ცი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა - სავ­სე მთვა­რე ვერ­ძის ნი­შან­შია. ეს პე­რი­ო­დი ხში­რად უკავ­შირ­დე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­მენტს და იმ სა­კი­თხე­ბის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლას, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უკა­ნა პლან­ზე...

დაწვრილებითDetails

გუდაურში, ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა – არიან დაშავებულები

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა – სასწრაფომ მამაკაცი გადაარჩინა
მთავარი

26 წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა - კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე სასწრაფო სამედიცინო დახმარების თბილისის მე-5 ფილიალში გამოძახება შევიდა ლოზუნგით „არტერიული ჰიპერტენზია“. 1709 ბრიგადა უკვე გამოძახების ადგილთან ძალიან ახლოს იყო,...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭი ხვიჩა ირემაძეა
მთავარი

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძეა. - ინფორმაციას "მთავარი ამბები" ავრცელებს. როგორც უკვე ვწერდით, გუშინ სამტრედიაში...

დაწვრილებითDetails

აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
აფეთქება ათენის ცენტრში – არის მსხერპლი
მთავარი

ათენის ცენტრში, საცხოვრებელ სახლში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის დედაქალაქის ტურისტულ რაიონში აფეთქება პარასკევს მოხდა, რის შედეგადაც, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი...

დაწვრილებითDetails

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა

by მეგა TV
სექტემბერი 26, 2026
0
„A“ ლიგისთვის მზად არ ვართ” – ვილი სანიოლი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 2028 წლის ბოლომდე ნაკრებს ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"