LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,წაართვეს ტელეფონი ჩუმად დაგვირეკა  მომკლავენო”- რა გახდა 58 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

,,წაართვეს ტელეფონი ჩუმად დაგვირეკა მომკლავენო”- რა გახდა 58 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

დაპოსტა 2021/01/03-ში
A A
577
ნახვა
გაზიარება

თბილისში, “ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში” შუახნის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ქუთაისის მკვიდრი, 58 წლის თეიმურაზ აბრამიშვილია.

პაციენტს რეანიმციულ განყოფილებაში მობილური ტელეფონი წაართვეს, მამაკაცმა კი ოჯახთან დარეკვა 2-ჯერ ფარულად მოახერხა.

მარიამ აბრამიშვილი საინფორმაციო სააგენტოს უყვება, რომ ფარული ზარის განხორციელების დრო მამამ სამედიცინო დაწესებულებიდან წაყვანა სთხოვა.

“ტელეფონი წაართვეს. მამაჩემი იყო ერთადერთი, ვინც რეანიმაციაში საღ გონებაზე იყო და არ უნდოდათ მას ჩვენთვის ეთქვა, რა ხდებოდა იქ. 3 დღის შემდეგ ჩუმად დამირეკა, იქიდან ექთანი ეჩხუბა, რატომ რეკავ, ვის ურეკავო, მაგრამ მოასწრო თქმა, რომ წყალი მწყუროდა და არ მომაწოდესო, მცივაო, არაფერს არ მიკეთებენო, მე არ ვიცი თქვენ მანდ რას გეუბნებიან, მაგრამ აქ სრული კოშმარია, საშინელებები ხდება და წამიყვანეთ, ნუ მომკლავთ ამ კლინიკაშიო. მკურნალმა ექიმმა ტელეფონის ნომერი დაგვიბლოკა. მერე დაველაპარაკეთ ლევან ბესელიას, რეანიმაციული განყოფილების გამგეს, რომელმაც ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზადო გვითხრა. შედეგ გაჩნდა ფილტვის პნევმონია, როცა რომ მივიყვანეთ ფილტვები სუფთა ჰქონდა. დედაჩემმა უთხრა, თუ მასეა წავიყვან სახლში, სახლში მაინც ვუყურებთ რამდენიმე დღეო. ხომ არ გაგიჟდიო, ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა დედაჩემს, ჩვენ აქ ვბრძოლობთ და რაღაც გამოგვივაო. არის უკეთესობა, ღირს მკურნალობაო ბოლოს ასეთი სიტყვებიც აქვს ნათქვამი”, – აცხადებს მარიამ აბრამიშვილი.

გარდაცვლილის შვილი ასევე გვიყვება, რომ წერილი, რომელიც მას მამამ რეანიმაციიდან გამოუგზავნა, ექთანმა გაანადგურა.

“შევუგზავნე წერილი და გამოდის დამხმარე, წერილს წერს თავის ხელით და გამოგიტანო მეუბნება, გავიდა 10 წუთი, გამოდის ექთანი და ამბობს, რას ელოდები, აბრამიშვილის წერილი გადავაგდეო, არაადეკვატური არისო, როცა 5 წუთით ადრე მითხრა გამგემ, საღ გონებაზეაო. მამაჩემმა დაწერა იმ წერილში ის, რაც არ უნდა გამოსულიყო რეანიმაციის გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ან ზედმეტი დოზა გაუკეთეს რაღაც ან საერთოდ არ გაუკეთეს ის, რაც სჭირდებოდა, მამა მომიკლეს”, – აცხადებს .

სამედიცინო დაწესებულებაში ბრალდებებს უარყოფენ და აცახდებენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები იტყუებიან.

“შემოსვლის წამიდან მათ ვუთხარი, რომ სამწუხაროდ პერსპექტივები არ არის მაღალი და ეს პაციენტი შეიძლება დაიღუპოს. მათ არ უთქვამთ, რომ სახლში წავიყვანთ, თუმცა, რომც ეთქვათ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად შევეწინააღმდეგებოდი და არ გავატანდი პატრულის ძალით. შემოსვლის წუთიდანვე ეს პაციენტი არაადეკვატური იყო, მას ტოქსიკური ენცეფალოპატია სჭირდა. ის ოჯახს ვერ მიაწვდიდა ინფორაციას, ტელეფონი ჰქონდა მხოლოდ ერთი დღე და ტყუილია, რომ მათ დაურეკა. რეანიმაციაში მწოლმა არაადეკვატურმა პაციენტმა ვის გამოართვა ტელეფონი და ვისგან დარეკა? სრული იურიდიული უფლება მაქვს, რეანიმაციაში მყოფ პაციენტს ჩამოვართვა მობილური ტელეფონი, მით უმეტეს, როცა პაციენტი არაადეკვატურია. ასევე ტყუილია თავიდან ბოლომდე ყველაფერი, რასაც ისინი ყვებიან”, – განაცხადა ლევან ბესელიამ.

ბესელიამ ასევვე აღნიშნა, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზე იყო და წერილს საერთოდ ვერ დაწერდა.

ინფორმაციისთვის, პაციენტი კოვიდუარყოფითი იყო და მას ვირუსით ინიფიცირება არ აღენიშნებოდა.

გაზიარება231

დაკავშირებული -პოსტები

აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
მოზარდების 22%-ს ე.წ. ხელზე თამაშის გამოცდილება აქვს
მთავარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და...

დაწვრილებითDetails

როგორია ქუთაისთან ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ზესტაფონის კლინიკა „ფერომედში“ მოთავსებული 6 პაციენტიდან, 3-მა კლინიკა გუშინ დატოვა. კლინიკაში მყოფი სამი ადამიანიდან ერთი რეანიმაციულ, ხოლო...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი   დღე ხელსაყრელია ახალი საქმეების დასაწყებად. გადაწყვეტილებები მშვიდად მიიღეთ და ზედმეტ სიჩქარეს მოერიდეთ.   კურო   ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. წინდახედულობა მომავალში კარგ შედეგს მოგიტანთ.   ტყუპები   წარმატებას კომუნიკაცია...

დაწვრილებითDetails

27 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 27, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

27 ივლისს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იწვიმებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სინოპტიკოსები უმეტესად მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +26 - უმეტესად ღრუბლიანი...

დაწვრილებითDetails

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა თბილისის საკრებულოსთან იდგა, ხელში ბანერით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უცენზურო წარწერა იყო გაკეთებული და სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თოშხუა...

დაწვრილებითDetails

ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარიას მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ის 29 წლის მარიამ სვიმონიშვილია, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი იყო. ინფორმაციას ,,მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. სვიმონიშვილი ავარიის...

დაწვრილებითDetails

ავარიისას დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ფულზე როგორ გამყიდე  – 23 წლის ბიჭის ემოციური წერილი დედას
მთავარი

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 წლის ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ,,პრაიმტაიმი" ავრცელება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 4 ადამიანი, მძიმეა 1 ქალია მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ალაზნის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, მედიკოსები ამ...

დაწვრილებითDetails

უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი – როგორია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე დაშავებულების მდგომარეობა

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
ავარია ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე – დაშავებულია 13 ადამიანი
მთავარი

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის ხელმძღვანელის, თამარ მახათაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი საავადმყოფოში ხელის ამპუტაციით შეიყვანეს....

დაწვრილებითDetails

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება

by მეგა TV
ივლისი 26, 2026
0
სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთის მოსახელობას შეხვდება
მთავარი

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი - ერთი საქართველო“ აგრძელებს მოსახელობასთან შეხვედრებს რეგიონებში. 26-28 ივლისს კამპანიის ჯგუფი მიდის იმერეთში. ვიზიტის მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"