,,ძლიერი საქართველოს ” ლიდერები ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, რომელიც შშმ პირებისთვის აქტუალურია და მათ, საზოგადოებაში სრულფასოვნად ინტეგრაციას უშლის ხელს.
როგორც კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოში საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს შშმ პირთა უფლებები.
,,შეხვედრა გვაქვს შშმ პირებთან, იმ პრობლემებზე გვინდა ვისაუბროთ, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს გააჩნიათ. ეს არის ძალიან ბევრი პრობლემა. იმ გეგმებზე ვესაუბროთ, რომელიც “ძლიერი საქართველოს” აქვს სწორედ შშმ პირებისთვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მათი საზოგადოებაში სრული ინტერგაციისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისთვის. სტატისტიკურად ეს შეადგენს მთელი მოსახლეობის 10%-მდე ადამიანებს და ისინი მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას სახელმწიფოს მხრიდან და ვფიქრობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ეს ადამიანებიც იგრძნობენ მათზე სახელმწიფო ზრუნვას.” – განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
შეხვედრა ქუთაისში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა”.