“ძვირფასო ქუთაისის მერია (არა დღევანდელი ადმინისტრაცია), ასე არ შეიძლება!” – ასე ეხმაურება ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფორისის მოვალეობის უკვე ყოფილი შემსრულებელი თამთა თურმანიძე დაგეგმილ ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს.
“არ შეიძლება უსამართლო ბრალდების წინაშე მიატოვო და ფეხებზე დაიკიდო შეურაცხყოფილი და ღირსებაშელახული თანამშრომელი, თავი სილაში ჩარგო და იმ დროსაც კი არ დაიცვა საკუთარი პოზიცია, როდესაც 100%-ით მართალი ხარ! მერე კი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ვითომც აქ არაფერი, ოლიმპიური სიმშვიდით დააფინანსო იგივე პროექტი, რომლის გამოც ამ ზემოთხსნებულმა თანამშრომელმა სამსახური დატოვა.
ძვირფასო კოლეგებო! მესმის თქვენი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ვფიქრობ, მთლად ეთიკური არ არის, ჩაატარო ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი მაშინ, როდესაც იგივე ფესტივალის ჩატარების დიდი ხნის ნალოლიავები იდეის გამო, თქვენი კოლეგა იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად სარჩელი სასამართლოში შეეტანა, თან მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ შემდგარა…
მე, რა თქმა უნდა, ვერავის ვერაფერს მივუთითებ, ყველა საკუთარი პრონციპებისა და შეხედულებების შესაბამისად იქცევა.” – წერს თამთა თურმანიძე ფეისბუკზე.
2018 წელს თამთა თურმანიძე თითქმის იმავე ფესტივალის ჩატარების იდეით გამოვიდა, თუმცა ის მალევე პლაგიატში დაადანაშაულეს,,მოგვიანებით მან თანამდებობოდა დატოვა. თურმანიძეს მაშინ არ განუმარტავს პოსტის დატოვების მიზეზი.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ფილმების მიღებას იწყებს










