მოქალაქეს ქუთაისში, ავტომობილის მინა დილით ჩამსხვრეული დახვდა. შემთხვევა გამარჯვების ქუჩაზე მოხდა.
დაზარალებულის თქმით, დამნაშავეები სავარაუდოდ, თანხას ე.წ. ბარდაჩოკში ეძებდენ.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ავტომობილის სიგნალიზაცია ჩაირთო და ქურდობაში მონაწილე პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაზარალებულს ფაქტის შესახებ პოლიციისთვის არ უცნობებია, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი არცერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუძიებია.












