ქუთაისის მე-7 სკოლის დირექტორისა და მწერლის, ენძი ნემსიწვერიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ქუთაისის მერი და ქალაქის მაჟორიტარი.
,,დღეს ენდი ნემსიწვერიძისთვის დაბადების დღე უნდა მიმელოცა… ახლა სამძიმრის სიტყვები უნდა ვთქვა.
ენდი ნემსიწვერიძე- გამორჩეული ადამიანი, მეგობარი, მოქალაქე, სკოლის დირექტორი, შემოქმედი…
ძალიან დააკლდება ქუთაისს, დაგვაკლდება მის დიდ სამეგობროს.
თანავუგრძნობ ენდის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ მწუხარებაში.” – წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, მეშვიდე სკოლის დირექტორის, პოეტისა და ქუთაისის საამაყო ადამიანის, ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების გამო.
ვუთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს.
სამწუხაროა, ასეთი ნიჭიერი ადამიანის დაკარგვა.” – წერს ქუთაისის მაჟორიტარი ზაზა ლომიაძე.










