აქციის „სირცხვილია“ მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელთან ცხვრები მიიყვანეს.
აქციის ორგანიზატორთა ეს ცხვრები თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.
მათი განცხადებით, „9 ცხვარი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მხარს არ დაუჭერს“. ცხვრებს „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატების სახელებიც შეურჩიეს, მათ შორის გია ვოლსკი, არჩილ თალაკვაზე, ვანო ზარდიაშვილი და სხვ.
„ცხვრების ნაწილი შიგნითაა, ნაწილი გარეთ. მხოლოდ ცხვრებს შეუძლიათ მიიღონ ბრძანება, ხელი დააჭირონ ღილაკს. მხოლოდ ცხვრები არიან ეგეთი ცხოველები,“ – განაცხადა აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა.