საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ოსნაბრუკიდან თბილისში დაბრუნდა. მანამდე იგი მკურნალობას უნას ჰოსპიტალში, გერმანიაში გადიოდა
უკვე წინადადებების აწყობა ჰქონდა დაწყებული და ფილმებს უყურებდა, როცა მდგომარეობა უეცრად გაუარესდა და მისი სპეციალიზებულ ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო.
გამსახურდიას მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მისმა მეუღლემ ექიმებთან ერთად მისი თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, – ამბობს ჯაბაური.
ცოტნე გამსახურდიას 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.. თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში, შემდეგ კი თურქეთის კლინიკასა და გერმანიაში მკურმნალობდნენ,










